Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის და დროშის დღე აღნიშნეს

23 აგვისტოს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) "კანონის უზენაესობის პროექტის" მენეჯერი ლევან ასათიანი უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის უკრაინულ სა..

2025-08-25

საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრა გაიმართა

2025 წლის 22 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა შეხვედრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს - დავით სიმონიას, იურიდიული დახმარების საბჭოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - რევაზ ნადარაიას შორის. ..

2025-08-24

შედგა შეხვედრა ბათუმის უკრაინულ სახლში

22 აგვისტოს, ბათუმის უკრაინულ სახლში შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა შეხვედრა უკრაინელ ლტოლვილებთან. ინფორმაციის, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ უკრაინელებს გააცნო იურიდიული დახმარე..

2025-08-22

რუისპირში, ყარაჯალასა და ვარდისუბანში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

15 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც ცნობილია, მობილური საკონულტაციო ცენტრი წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ მიკროასვტობუსს, სადაც შესაძლებელია იურიდიული დოკუმენტების მომზად..

2025-08-18

გორის თავშესაფარში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 29 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა შეხვედრა გამართეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გორის თავშესაფრის ბენეფიციარებთან. შეხვედრა სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებ..

2025-07-30

სოფელ კოდაში შეხვედრა ჩატარდა

21 ივლისს, გორის იურიდიული დახმარების ბიურო უფროსი გიგა ჯეირანაშვილი მონაწილეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში გამართულ შეხვედრაში. კოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია შეხვედრები,..

2025-07-22

ოზურგეთის საკრებულოში შეხვედრა ჩატარდა

18 ივლისს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და ადვოკატები ია მემარნიშვიული და გიორგი ქარჩავა შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრებისა და მერიის ბავშვთა..

2025-07-21

რუსთავის საკრებულოსთან მემორანდუმი გაფორმდა

2025 წლის 3 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ მარინა ლიპარტელიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მ..

2025-07-07

დავით სიმონიამ საპარლამენტო კომიტეტს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა

2025 წლის 23 ივნისს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის  2024 წლის საქმიანობის ანგარიში.  დავით სიმონ..

2025-06-23

ბათუმის უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

2025 წლის 9 და 16 მაისს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტში სასწავლო კურსი ,,ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში“ დასრულდა იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებით. აღნიშნულ ს..

2025-06-23