Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეხვედრები ჩატარდა რუსთავის №24 და №18 საჯარო სკოლებში

2026 წლის 12 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხ..

2026-02-15

ჩატარდა შეხვედრები თბილისის №18 და №169-ე საჯარო სკოლებში

2026 წლის 9 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვ..

2026-02-15

გრძლედება ტრენინგები თემაზე „ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომა“

2026 წლის 3-4; 5-6 თებერვალს თბილისში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით ჩაატარა ტრენინგები თემაზე „ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომა“. ტრენინგებში მონაწილეობდნენ იუ..

2026-02-15

მიმდინარეობს ტრენინგები ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ

2026 წლის 26–27 იანვარს ქუთაისში, ხოლო 28–29 იანვარს ბათუმში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით ჩაატარა ტრენინგები თემაზე „ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომა&ldquo..

2026-02-06

განათლების სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერებისა და ა..

2026-02-02

იმერეთში მობილური საკონულტაციო კამპანია დაიწყო

28 იანვარს იმერეთის რეგიონში სტარტი აიღო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურმა საკონსულტაციო კამპანიამ.  ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების  - გომისა და&..

2026-02-02

გაეროს სახლში შშმ პირთა სერვისების გაუმჯობესების გეგმა განიხილეს

2026 წლის 20 იანვარს, გაეროს სახლში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორი ლევან ასათიანი შეხვდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წევრებს. ..

2026-01-20

უკრაინულ სახლში კონსულტაციები ჩატარდა

26 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და გერმანიის მთავრობის (Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო)  მხარდაჭერით, თბილისში მდებარე  "უკრაინულ სახლში" გაიმართა შეხვედრა უკრაინელ ლტოლვილებთან. იურიდიული..

2025-12-30

ხობის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში შეხვედრები ჩატარდა

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა კვირკველიამ, ქეთევან გვაზავამ და მაგდა სიორდიამ გამართეს შეხვედრა ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლების 9,10,11 კლასის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, ადვოკატ..

2025-12-23

გაამართა შეხვედრა ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის  #7 საჯარო სკოლაში

2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა დავით გოგუამ და მაია დარასელიამ გ..

2025-12-23