Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ბათუმის #7 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2026 წლის 20 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაცი..

2026-02-24

ქუთაისის 30-ე სკოლის მოსაწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2026 წლის 20 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი ესმა ნორაკია და ფსიქოლოგი მელანია კუპრაშვილი ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  ადვოკატმა ბავშვებს იურიდული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო,..

2026-02-24

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ბათუმის №30 და №26 საჯარო სკოლებში

2026 წლის 19 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა..

2026-02-23

ბათუმის სკოლა პროგრესსა და #1 საჯარო სკოლაში შეხვედრები ჩატარდა

2026 წლის 18 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხ..

2026-02-23

ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2026 წლის 17 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხ..

2026-02-20

ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესსა და №7 საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში ჩატარდა

2026 წლის 17 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხ..

2026-02-19

ქუთაისის №37 და №16 საჯარო სკოლებში სამაგიდო თამაში ჩატარდა

2026 წლის 16 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხ..

2026-02-18

თელავი #4 და #* საჯარო სკოლებში შეხვედრები ჩატარდა

2026 წლის 13 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით დაიწყო პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულებაზე წვდომის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხ..

2026-02-17

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფელ მაღლაკს ესტუმრა

2026 წლის 12 თებერვალს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე, სამსახურის მოიბილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკს. კონსულტანტება, მობილური საკონსულტაც..

2026-02-16

ჩატარდა შეხვედრა სოფელ ღანირის მოსახლეობასთან

2026 წლის 11 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს კონსულტანტი მაია ხვადაგიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მაია ხვადაგიანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურ..

2026-02-16