Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ქუთაისში პანელური დისკუსია ჩატარდა

2025 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის და აღნიშნული უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე "არასრ..

2025-12-23

ადვოკატები მონაწილეობდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ "ნარინჯისფერ კვირეულში"

მიმდინარე წლის ნოებმერ-დეკემბერში, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, ბათუმის და ზუგდიდის ბიუროს ადვოკატები მონაწილეობდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ერ..

2025-12-23

ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის #5 საჯარო სკოლის მოსაწავლეებთან

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს წარმომადგენლებმა ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემები მოიცავდა: ბავშვის უფლებათა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდ..

2025-12-02

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 28 ნოემბერს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ცირა გამცემლიძემ და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ შეხვედრა გამართეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან.  შეხვედრა ჩატარდა ქალთა მმართ და ოჯახში ძალადობის წინააღ..

2025-12-02

ფერმაში, ხიდისყურსა და მიქაელწყაროში მობილური საკონსულტაციო კამპანია ჩატარდა

2025 წლის 27 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი ესტუმრნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ფერმას, ხიდისყურსა და მიქელწყაროს, რომლებიც ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სო..

2025-11-28

ახალქალაქში ჩატარდა შეხვედრა ახალგაზრდა გოგონებთან

14 ნოემბერს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით პროექტის „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთან, ინგა გვარამაძესთა..

2025-11-24

საღოლაშენში, ბრეთსა და დირბში შეხვედრები ჩატარდა

2025 წლის 18 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი და ადვოკატი გერმანე ადუაშვილი იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საღოლაშენში, ბრეთსა და დირბში, რომელიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფელია...

2025-11-19

დავით სიმონია ქართულ-სომხურ ფორუმში მონაწილეობდა

17-18 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა. აღნიშნულ ფორუმზე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა სამართლებრივ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, მის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ხელოვ..

2025-11-19

ჩატარდა ტრენინგი ადვოკატებისა და ფსიქოლოგებისათვის

2025 წლის 13-15 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და ფსიქოლოგ-კონსულტანტებისათვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივ..

2025-11-17

ატენის მცხოვრებლებმა მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლეს

შიდა ქართლის რეგიონში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო და საინფორმაციო კამპანია. 2025 წლის 12 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენს. ბიუროს უფროსმა ..

2025-11-13