Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

2024 წლის ანგარიშის წარდგენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისადმი

2025 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ..

2025-03-17

სამსახურის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

2025 წლის 12 იანვარს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოწვეულ სტუმრებსა და სამსახურის თანამშრო..

2025-01-27

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა ჩატარდა

16 იანვარს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გიორგი მდინარაძე შეხვდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს და თავისი პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები გაუზიარა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან..

2025-01-20

მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 20 დეკემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის იურდიული დახმარების  ბიუროს ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ შეხვედრა გამართეს მცხეთის #2 საჯარო სკოლაში.  აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ..

2025-01-13

ნარინჯისფერი კვირეული აღინიშა თელავში ქუთაისში ზუგდიდსა და ბათუმში

2024 წლის დეკემბერის თვეში, "ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მსჯავრდებული ქალებისთვის. ღონმისძიებები გაიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების..

2024-12-25

ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხევედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 2024 წლის 17 დეკემბერს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტ-კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი გვანცა თურმანიძე შეხვდნენ ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მუნიციპალი..

2024-12-19

ციხისძირის სკოლაში სემინარი ჩატარდა

2024 წლის 13 დეკემბერს მცხთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა და ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა  შეხვედრა გამართეს  რაიონის, სოფელი  ციხისძირის საჯარო სკოლაში.  ადვოკატებმა  მეცხრე კლასის მოსწავლეებთან &nb..

2024-12-19

წალენჯიხის საკრებულოში შეხვედრა ჩატარდა

13 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ხარჩილავა შეხვდა წალენჯიხის საკრებულოს ქალ თანამშრომლებს, რომლებსაც გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, სამსახურის სერვისები და მ..

2024-12-16

ჩხოროწყუს მერიასა და #2 საჯარო სკოლაში შეხვედრები ჩატარდა

11 დეკემბერს, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულატაციო ცენტრების კონსულტანტმა  ნინო ხარჩილავამ გამართა შეხვედრები ვახტანგ ფირცხალავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან  და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ქალ თან..

2024-12-16

ნაკიფუს პირველ სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

9 დეკემბერს, იურიიდიული დახმარების სამსახურის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ნინო ხარჩილავამ შეხვედრა გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. კონსულტანტმა ბავშვებს მიაწოდა ინფორ..

2024-12-10