Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზოგადი პირობები

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება იყოფა 2 კატეგორიად:

  • იურიდიული კონსულტაცია;
  • იურიდიული დახმარება.

იურიდიული კონსულტაცია წარმოადგენს ყველასთვის ხელმისაწვდომ რჩევას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

იურიდიული დახმარება უმთავრესად განკუთვნილია გადახდისუუნარო პირებისათვის და მოიცავს:

  1. იურიდიული დოკუმენტების შედგენას;
  2. უფასო საადვოკატო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
  • სავალდებულო დაცვა;
  • სისხლის სამართლის საქმეები;
  • არასრულწლოვანთა დაცვა;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა;
  • ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა;
  • საოჯახო დავები;
  • მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები;
  • დევნილთა უფლებების დაცვა;
  • სოციალური დახმარება;
  • პენსია;
  • პირის დაცვა „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე;
  • პაციენტთა უფლებების დაცვა;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების დაცვა;
  • პირის დაცვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე;
  • პატიმართა დაცვა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე;
  • პირის დაცვა ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე;
  • თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა;
  • ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების დაცვა;
  • საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების დაცვა;
  • ტუბერკულოზით დაავადებული პირის დაცვა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების დაცვა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების დაცვა.