Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სეუ-ში პარალეგალების პროექტი წარადგინეს

2025 წლის 19 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორი დავით სიმონია  შეხვდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტებს.  აუდიტორია ძირითადად სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის  სხვადასხვა კურსის სტუდენტებისგან შედ..

2025-06-20

რუსთავის მედიათეკაში ბავშვთა შრომის საკითხები განიხილეს

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში 11-დან 18 წლამდე 200 მილიონზე მეტი ბავშვი არის შრომაში ჩაბმული, აქედან 115 მილიონი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში მუშაობს, საქართველო..

2025-06-16

სამსახურის წარმომადგენლები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ

მიმდინარე წლის 31 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი მაია ნოზაძე და იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატი ლალი ეუაშვილი მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლი..

2025-06-13

ქუთაისის ბიურომ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

2025 წლის 10 ივნისს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემით: „მედიაცია ბიზნესისთვის“. საჯარო ლექციას უძღვებოდა სსიპ იურიდ..

2025-06-11

პერევის მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა

5 ივნისს, ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურომ  და იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე საჩხერის მუნიციპალიტეტის  სოფელ პერევის  მოსახ..

2025-06-10

სოფელ ყარაფილაში შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 4 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, მონაწილეობდა გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ..

2025-06-10

სამსახურის ადვოკატები კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექციას დაესწრნენ

6 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში გაიმართა პროფესორ კონსტანტინე კორკელიას საჯარო ლექცია თემაზე: „ადვოკატის როლი სიცოცხლის უფლების ეფექტიან დაცვაში.“ ლექცია სპეციალურად იურიდიული დახმარების სამსახურ..

2025-06-06

ჭიათურის სკოლის მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა ქ. ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  მართლმადიდებლური სკოლის  მე–10 კლასის მოსწა..

2025-06-03

ზედა აჭყვის სკოლას ადვოკატები ესტუმრნენ

2025 წლის 30 მაისს  ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ნინო შარაშიძემ, გვანცა თურმანიძემ, თორნიკე ცივაძემ განახორციელეს გასვლითი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეე..

2025-06-03

ზუგდიდის მე-12 სკოლის მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

27 მაისს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და სპეციალისტი გელა პერტია, მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით,  შეხვდნენ ქალაქ ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს. ადვოკატებმა მოსწავლეებს გააცნეს..

2025-06-03