Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

აგარაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური აგრძელებს საქველმოქმედო ტრადიციას, რომელიც ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1 ივნისს უკავშირდება.  ამჯერად სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ შეგროვილი თანხით ღონისძიება ჩატარდა დაბა აგ..

2025-06-02

ზემო ხვითში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

28 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში ჩავიდა. ზემო ხვითი ოკუპირებულ ზონასთან ახლოს მდებარე სოფელია. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწ..

2025-05-29

ახალსოფლის სკოლაში სამართლებრივ თემებზე იმსჯელეს

2025 წლის 27 მაისს  ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა: ნინო შარაშიძემ, გვანცა თურმანიძემ და ელზა ჩიქოვანმა განახორციელეს გასვლითი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის უფროსი..

2025-05-28

ორსანტიის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა

22 მაისს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და სპეციალისტმა გელა პერტიამ შეხვედრა ჩაატარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან. შეხვედრის მიზანი იყო მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამა..

2025-05-27

დუისის კერძო სკოლას ადვოკატები ესტუმრნენ

2025 წლის 21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატები თამარ ბაწელაშვილი და ალექსი ტუსნიაშვილი, დუისის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნუნუ გელდიაშვილი შეხვდნენ ახმეტის რაიონის სოფელ დუისის(პანკისის ხეობა) კერძო სკოლის მოსწავ..

2025-05-22

ქუთაისის სკოლა "პროგრესის" მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2025 წლის 19 მაისს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ესმა ნორაკიამ, ადვოკატებმა სოფიო ყუბანეიშვილმა, ინა მელაძემ და მაია ხვადაგიანმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კერძო  სკოლა "..

2025-05-21

ნოსირის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

16 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელს ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი მაია რობაქიძე-ძიძავა. მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი სახმარების სისტე..

2025-05-19

პროექტი "პარალეგალები" თსუ-ში წარადგინეს

15 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტი "პარალეგალები". პროექტი მიზნად ისახავს, პარალ..

2025-05-19

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლას ადვოკატები ესტუმრნენ

2025 წლის 15 მაისს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ესმა ნორაკიამ, ადვოკატებმა ინა მელაძემ და მაია ხვადაგიანმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემატიკა მოიცავდა ბავშვის უფლე..

2025-05-16

სენაკის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში შეხვედრები ჩატარდა

15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სენაკის, აბაშის და მარტვილის საკოანულტაციო ცენტრბის კონსულტანტი მაია რობაქიძე-ძიძავა შეხვდა ქალაქ სენაკი მეორე და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის თემატიკა მოიცავდა, როგორც იურიდიული დახმარების სერ..

2025-05-15