Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 28 აპრილს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ცირა გამცემლიძემ შეხვედრა გამართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის 10ა კლასის მოსწავლეებთან. ადვოკატმა არასწრულწლოვანებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცა..

2025-05-01

ბათუმის სახელწმიფო უნივერსიტეტში ოჯახური ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

8 აპრილს,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს  ადვოკატებმა თორნიკე ცივაძემ და გვანცა თურმანიძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებ..

2025-04-22

მარტვილში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა

17 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის  ხარისხის მართვის მონიტორინგის სამმართველოს იურისტმა მაგდა ჯიჯელავამ შეხვედრები გამართა ქალაქ მარტვილის მერიის ადმინისტრაციასა და  მარტვილის #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრების თემატიკა იყო უფასო სამ..

2025-04-22

მარტვილის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

15 აპრილს, მარტვილში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს იურისტი მაგდა ჯიჯელავა და სენაკის, აბაშის და მარტვილის საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტი მაია რობაქიძე-ძიძავა, შეხვედნენ სკოლა-ლიცეუმ  "სხივის“ უფრო..

2025-04-16

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში შეხვედრა ჩატარდა

15 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს იურისტმა მაგდა ჯიჯელავამ და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონულტანტებმა მაია ხვადაგიანმა და ინა მელაძემ ჩაატარეს შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის თანა..

2025-04-16

საჩხერის #1 სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა

5 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწ..

2025-04-16

კნოლევსა და ავლევში შეხვედრები ჩატარდა

2025 წლის 11 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფლების -  კნოლევისა და ავლევის (ქარელის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.  სპ..

2025-04-14

სიღნაღის საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 8 აპრილს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა, კონსულტანტმა ნანა ბოლაშვილმა და სპეციალისტმა მარიამ თარხნიშვილმა შეხვედრა გამართეს  სსიპ ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებთა..

2025-04-10

ხელვაჩაურში მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა

 2025 წლის 14 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს არასრულწლოვანთა სპეციალიზებული ადვოკატი გვანცა თურმანიძე წარუძღვა საინფორმაციო ტრენინგს თემაზე: არასრულწლოვანთა უფლებები და მართლმსაჯულება.  მან ტ..

2025-04-07

რამაზ ჩინჩალაძე იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდა

2025 წლის 18 მარტს გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა, სადაც საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა რამაზ ჩინჩალაძე. რამაზ ჩინჩალაძე, რამდენიმე წელია იურიდული დახმარების საბჭოს წევრია საქართ..

2025-03-27