Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ძევერასა და შერთულში მობილური საკონულტაციო ცენტრი ჩავიდა

2025 წლის 7 ნოემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები, მობილური საკონსულტაციო ცენტრთან ერთად, ესტუმრნენ გორის მუნიცiპალიტეტის სოფლებს - ძევერასა და შერთულს, რომლებიც ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფლებია. ადვოკატებმა სოფლების მოსახლ..

2025-11-10

მიხეილ ხურციძე ევროპის საბჭოს კონფერენციას დაესწრო

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე მონაწილეობდა  ევროპის საბჭოსმიერ,  სპეციალიზებული იურისტებისა და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გამწევი  ორგანიზაციების ქსელის შეხვედრაში, რომ..

2025-11-07

დავით სიმონია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ესტუმრა

2025 წლის 6 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია,თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა  ადვოკატის პროფესიის თავისებურ..

2025-11-07

ხელთუბანსა და თორტიზაში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

2025 წლის 4 ნოემბერს, შიდა ქართლში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გორის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ხელთუბანსა და თორტიზას. ადვოკატები შეხვდნენ ადგილ..

2025-11-05

წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 31 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული  საქართველოში მოქმ..

2025-10-31

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 29 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდა. დავით სიმონიამ ახალგაზრდებს გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და..

2025-10-30

თბილისის უკრაინულ სახლში ლტოლვილებისთვის კონსულტაციები ჩატარდა

2025 წლის 28 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები თბილისში მდებარე უკრაინულ სახლს ესტუმრნენ.  ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ საქართველოში მყოფ უკრაინელებს იურიდიულ..

2025-10-30

თბილისში ჩატარდა ტრენიგი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხზე

2025 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმნისტრაციის თანამშრომლებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ნაფიც მსაჯულთა შერჩევა”. ტრენინგს უძღვებოდნენ ნაფიც მსაჯულთ..

2025-10-29

სოხუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

2025 წლის 23 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტის დირექტორმა თეა ჯუღელმა ხელი მოაწერეს ურთ..

2025-10-24

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარალეგალების პროექტი წარადგინეს

2025 წლის 15 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დავით სიმონია კავკასიის საერთაშორისი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა გახნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ. დავით სიმონიამ..

2025-10-16