Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შედგა შეხვედრა სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შორის

2025 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მათ შორის, ე..

2025-10-13

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართალწარმოების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

2025 წლის 1, 2 და 3 ოქტომბერს, თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე — „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართალწარმოება“. ტრენინგი გახსნეს იურიდიული დახმარების სა..

2025-10-06

იურიდიული დახმარების სამსახურის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ბათუმის უკრაინულ სახლს ესტუმრნენ

30 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ბათუმის უკრაინულ სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციის, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ საქართველოში მყოფ უკრაინელებს ი..

2025-10-06

ბათუმში გაგრძელდა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე

30 სექტემბერს ბათუმში გაგრძელდა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე და მასში მონაწილეობდნენ ბათუმის, ფოთის და ოზურგეთის იუირიდიული დახმარების ბიუროების სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატები. ღონისძიება გახსნა იურიდიული დახმარების ..

2025-10-06

ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა თემაზე ტრენინგი ჩატარდა

29  სექტემბერს, ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსხურის სასწავლო ცენტრში,  ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანია ადვოკატების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება მსაჯულთა შერჩევის ეტაპზე. იურიდიულ..

2025-09-29

დავით სიმონია ჩინეთს ესტუმრა

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურის" დირექტორი - დავით სიმონია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჰონგ კონგში, (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სადაც ადგილობრივი იურიდიული დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვ..

2025-09-20

ყვარელის სოფლებში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

17 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალსოფლის, ბალღოჯიანის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების - ჩანტლისყურესა და საცხენეს მოსახლეობამ. იურიდიული დახმარების სამსახურის ..

2025-09-19

ენისელის, საბუეს, ალმატის და  შილდის მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაცია მიიღო

2025 წლის 15 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების- ენისელის, საბუეს, ალმატის და  შილდის მოსახლეობამ. იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა ადგილობრივ..

2025-09-16

მობილური საკონსულტაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრა

2025 წლის 1 და 2 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა. 1 და 2 სექტემბერს ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქისტაურის,ზემო ხოდაშნის, მატნი..

2025-09-15

თელავისა და ყვარლის სოფლებს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა განაგრძობს საქმიანობას კახეთის რეგიონში. 2025წლის 10 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაფარეულისა და ლაფანყურ..

2025-09-12