Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

დასაქმების ფორუმის სტუმრები სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების ფორუმში, რომლის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს იურისტმა რევაზ არსენიძემ დაინეტრესებულ პირებს დეტალურად გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმების პირო..

2025-05-15

სოფელ თაიას სკოლას იურისტ-კონსულტანტი ესტუმრა

14 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტმა ნინო ხარჩილავამ საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა ჩაატარა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში. მოზარდებსა და მასწავლებელებს მიეწო..

2025-05-15

ჯვარის მე-4 საჯარო სკოლაში სამსახურის სერვისებს გაეცნენ

13 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ჩხორიცხყუსა და წალენჯიხის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ხარჩილავა შეხვდა  ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ნიო ხარჩილავამ მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული და..

2025-05-14

ზესტაფონის ბიბლიოთეკაში შეხვედრა ჩატარდა

2025 წლის 8 მაისს ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გელა ბერაძე და ადვოკატი ელისო ბოგვერაძე ზესტაფონის რაიონულ ბიბლიოთეკაში შეხვდნენ ზესტაფონის მეხუთე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს. იურისტებმა მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაცია ბა..

2025-05-13

თბილისის 60-ე სკოლამ იურისტებს უმასპინძლა

7 მაისს, თბილისის მე-60 საჯარო სკოლას იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის და სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.  ნაადრევი ქორწინება, ოჯახური ძალადობა, ბულინგი დისკრიმინაცია, ტოლერა..

2025-05-07

რუსთავის მე-20 სკოლაში შეხვედრა გაიმართა

6 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის და  სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები რუსთავის მე-20 საშუალო სკოლის მოსწავლეებს. ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის იურისტმა რევაზ ლაღიძემ..

2025-05-06

ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

 მიმდინარე წლის 29 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა კვირკველიამ, სალომე ჯანჯღავამ და მაგდა სიორდიამ შეხვედრა გამართეს ქ. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლის  მე-8,მე-9  და მე-10 კლასი..

2025-05-06

თბილისის 52-ე საჯაროს კოლაში შეხვედრა ჩატარდა

5 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები - თათია მაისურაძე, ოთარ ბუცხრიკიძე და ანა კახოშვილი შეხვდნენ თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავ..

2025-05-05

სოფელ კორბოულში მოსახლერობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

2 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის  მოსახლეობასთან, კორბოიულის „საზოგადოებრივ ცენტრში“. კონს..

2025-05-05

წნორის სამედიცინო ჰუმანიტარული სასწავლებლის ტუდენტები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2025 წლის 2 მაისს სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა  - ბექა ჯავახიშვილმა, ადვოკატმა  - არჩილ ტუხაშვილმა და  კონსულტანტმა  - ნანა ბოლაშვილმა შეხვედრა გამართეს  ქ.წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარული სასწავლებელის სტუ..

2025-05-02