Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სარეკში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იმსჯელეს

4 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის მოსახლეობასთან.  კონსულტანტმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდი..

2024-12-09

ზუგდიდში გაიმართა შეხვედრა ქალ პრობაციონერებთან

2024 წლის 5-დეკემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის იუსტიციის სახლში „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კომპანიის“ ფარგლებში შეხვდა ქ..

2024-12-09

ფოთის მე-12 სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

3 დეკემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო  მიწვეულ იქნა ქ. ფოთის N12 საჯარო სკოლაში, e-Twinning- ის საერთაშორისო პროექტის "PETS: Respect and Responsibility"-ის ფარგლებში ცხოველების უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობაში მ..

2024-12-06

ზუგდიდის ბიუროს ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ სოციალურად დაუცველ პირს ბინა შეუნარჩუნა.

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა სოციალურად დაუცველმა ს.გ.-მ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედა და მხარდაჭერის მიმღები პირია. საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ გაარკვია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს გარკვეული თანხის..

2024-12-06

არგვეთაში ჩატარდა შეხვედრა მოსახლეობასთან

2  დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ  არგვეთის  მოსახლეობასთან.  კონსულტანტმა მოსახლეობას მიაწოდა ..

2024-12-03

ფოთში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. პროცესზე  მხარეებს და  ნაფიც მსაჯულებს  წარმოადგენდნენ  გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო..

2024-11-29

ოზურგეთის ლიდერთა სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 20 ნოემბერს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროს ცირა მდინარაძე, ადვოკატი გიორგი ქარჩავა და სპეციალისტი სალომე ბარამიძე, ესტუმრნენ ქ. ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულ ლიდერთა სკოლას. "ლიდერთა სკოლაში&qu..

2024-11-25

სოფელ საირხის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

18 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერისა და ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის მართლმადიდებლური სკოლის მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწ..

2024-11-19

საზოგადოებრივი ადვოკატების ძალისხმევით, ნაფიცი მსაჯულები ბენეფიციარის უდანაშაულობაში დარწმუნდნენ.

სოციალურად დაუცველ ჯ.ა-ს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ვინაიდან საქმე იყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, საქმეში ჩაერთო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის-რუსთავის ბიუროს საზოგა..

2024-11-19

ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 6-ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ საინფორმაციო კომპანიის „ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისათვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა &nbsp..

2024-11-07