Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შიდა ქართლის სოფლებში გასვლითი კონსულტაციები ჩატარდა

შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში აქტიური საინფორმაციო კამპანია გამართეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვეშსა და ფლავისმანში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კეხიჯვარსა და ყინწვისში. იურ..

2019-07-11

ჭიათურის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

10 ივლისს,  იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული სახის შეხვედრა გამართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობირივი თვითმმართველობის წევრები, სოციალური სამსახურების და საგანმანათლებლო რესუ..

2019-07-10

იურისტებმა ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს

2019 წლის 3 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა, ცირა ჯგერენაიამ და ლალი ეუაშვილმა შეხვედრები გამართეს ჰუმანტირული სტატუსის მქონე პირებთან, ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან, რომლებიც სპეციალურ თავშესაფარში იმყოფებიან. ისინი..

2019-07-09

გასვლითი კონსულტაცია ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ბაისუბანსა და აფენში

2019 წლის 3 ივლისს კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ალექსი ტუსნიაშვილი  გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდა ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ბაისუბანსა და აფენში. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადვოკატისაგან მიიღეს სრულყოფილი კონსულ..

2019-07-09

დაშბაშისა და ბეშთაშენის მოსახლეობა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისს გაეცნო

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს და წალკის საკონსულატაციო ცენტრის წარმომადგენლები წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების - დაშბაშისა და ბეშთაშენის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფლების მცხოვრებლებმა მიიღეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღე..

2019-07-09

დაგვას მოსახლეობისთვის მიწის რეგისტრაციის საკითხი ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა

2019 წლის 28 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტ–კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ განახორციელა გასვლითი  შეხვედრა ქობულეთში, სოფელ დაგვას მოსახლეობასთან და ასევე სოფელ დაგვას საჯარო ბაღის აღმზრდელებთან. იურისტ-კონსულტ..

2019-07-08

სოფელ ჩიხას სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სალომე გიორგაძე (13.06,2019).  შეკრებილ საზოგადოებას მიეწოდა ვრცელი ინფო..

2019-07-08

ამბროლაურში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა

ივნისის თვეში, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ამბროლაურის  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგებთან, ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, საჯარო რესტრში, ს..

2019-07-08

გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის კონცეფციის განხილვა

4 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის განახლებული კონცეფცია.  სამართლის ექსპერტმა კახა წიქარიშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმო..

2019-07-04

მესტიაში "ევროკავშირი სვანეთში" ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მესტიის საკონსულტაციო ცენტრისა და  სამეგრელოს-ზუდიდის ბიუროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში "ევროკავშირი სვანეთში" , რომელიც  22 ივნისს, მესტიაში გაიმართა. სეტის მოედანზე წარმოდგენილ ..

2019-07-01