Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

დაბა ჟინვალის მოსახლეობას საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ

2019 წლის 20 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა, კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ და სპეციალისტმა სოფიო ჩიხაშვილმა გამართეს შეხვედრა დაბა ჟინვალის მოსახლეობასთან. ჩატარდა ოჯახში ქალთა მიმა..

2019-06-25

ოზურგეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა

21 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს. განიხილეს გურიაში იურიდიული დახმარების ბიუროს  გახსნის საკითხი. როგორც ცნობილია, 2008 წლიდან ოზურგეთში ფუნქციონირებს ი..

2019-06-25

პანკისის ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ივნისის თვიდან პანკისის ხეობის 17 სოფლის მცხოვრებნი უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ. ისინი სამართლებრივ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. ადგილზე საკონ..

2019-06-25

დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

20 ივნისიდან პანკისის ხეობის მცხოვრებლები უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლენ. ისინი იურიდიულ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. პირველ ეტაპზე პანკისელებს ერთ..

2019-06-20

თბილისის ბიუროში ტრენინგი ჩატარდა

2019 წლის 18 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მტკიცებულ..

2019-06-18

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2019 წლის 17 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსი იამზე ზანდარაძე და იურისტ–კონსულტანტი ნინო შარაშიძე შეხვდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერს, თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელებს. შეხვედრა ..

2019-06-18

შეფასების სისტემის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო

2019 წლის 17 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის ოფისში გაიმართა იურიდიული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს შეფასების სისტემის თავისებურებე..

2019-06-17

სამსახურის დირექტორი აფხაზეთის ა/რ პირველ პირს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს.  შეხვედრის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იძულებით გადაად..

2019-06-17

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 13 ივნისს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიისა  და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. იურისტებმა ყურადღება..

2019-06-17

ბუგეულის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

2019 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ბუგეულის თემის მოსახლოებას შეხვდნ..

2019-06-17