Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, 22 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ საზოგადოებას სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა უფასო სამართლებრივი დახმარების დღესმოქმედი ..

2019-07-22

სვირის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

2019 წლის 11 ივლისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ გასვლითი შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება..

2019-07-22

საჩხერეში მცხოვრებ შშმ პირებს სამართლებრივი კონსულტაციები გაეწიათ

იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ 10 ივლისს შეხვედრა გამართა „საჩხერის ააიპ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა–ინტეგრაციის“   ბენეფიციარებთან.  ..

2019-07-22

ქუთაისში მემკვიდრეობის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

დღეს, 22 ივლისს, იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე "მემკვიდრეობითი სამართლის აქტუალური საკითხები -კანონმდემდებლობა და სასამართლო პრაქტიკა". საზოგადოებრივ ადვოკატებსა და კონსულტანტებს თეორიულ ცოდნ..

2019-07-22

სიღნაღის ბიურო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მართვს

იურიდული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ბიურო აქტიურად ჩაერთო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და 2019 წლის ივნისსა და ივლისში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოსა რაიონულ განყოფილ..

2019-07-19

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა იურიდიული დახმარების სამსახურს ტექნიკა გადმოსცა

2019 წლის 19 ივლისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) – იოკო აკასაკამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა – რაჟდენ კ..

2019-07-19

კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ პირს სოციალური დახმარება აღუდგა

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი დ.კ სოციალურ დახმარებას 3 წლის განმავლობაში იღებდა. 2017 წლის მაისში, ოჯახის გეგმიური შემოწმების საფუძველზე, დ.კ-ს მაღალი სარეიტინგო ქულები განესაზღვრა, რის გამოც შეუწყდა ფულადი სოციალური დახმარება...

2019-07-19

ნიგაზეულის მოსაწლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნო

2019 წლის 12 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტ-კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ და ადვოკატმა დავით კეკელიძემ, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  გასვლითი შეხვედრა განახორციელეს შუახევში, სოფელ ნიგაზეუ..

2019-07-18

შუახევის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

16 ივლისს, აჭარაში, დაბა შუახევში იურიდიული დახამრების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან, დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალი 67 სოფლის, ასევე, მაღალმთიანი აჭარის სხვა მცხოვრებლებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი..

2019-07-17

სტეფანწმინდის მოსახლეობასთან გაფართოებული შეხვედრა შედგა

სტეფანწმინდაში იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. სამსახურის დირექტორმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე. რაჟდენ კუპრაშვილი..

2019-07-11