Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ასპინძის მოსახლეობასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 26 ივლისს  ასპინძის მუნიციპალიტეტში მოეწყო ერთობლივი შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსის, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ..

2019-07-31

ფოთში მცხოვრები დევნილი ქალები თავიანთ უფლებებს გაეცნენ

26 ივლისს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტები  სალომე ჯანჯღავა და მაგდა სიორდია ქ. ფოთში, ყოფილი ,,201-ე ქარხნის“ ტერიტორიაზე  კომპაქტურად ჩასახლებულ  დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავ..

2019-07-30

პირველი მაისის მოსახლეობა ემიგრაციის საკითხებს გაეცნო

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს წარმომადგენლები გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალტეტის სოფელში  - პირველი მაისი (18.07.2019).   შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იურიდიული დახმარებ..

2019-07-29

რუსთავში გენდერული თანასწორობის საკითხები განიხილეს

იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში ქვემო ქართლის საკრებულოების ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლებთან, რომელიც  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ..

2019-07-29

იურიდიული დახმარების სამსახური მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩაერთვება

იურიდიული დახმარების სამსახური, ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც კ..

2019-07-26

ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცაგერისა და 58 სოფლის 11 ათასამდე მცხოვრებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აქამდე ლეჩხუმელები ქუთაისის ბიუროსა და ამბროლაური..

2019-07-26

ახალქალაქში გაფართოებული შეხვედრა შედგა

დღეს, 24 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ახალქალაქს ესტუმრა და მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაფართოებული სახის შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან, ადმინისტრაციასთან, სოფლების რწმუნებულებთან,..

2019-07-24

ბორჯომში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

დღეს,  იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული სახის შეხვედრა გამართეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მუნციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა უწყების წარმ..

2019-07-23

ხაშურში უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა გაიზრდება

23 ივლისს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ხაშურში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, სოციალური სამსახურების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლებს, სკოლების დირექტორებს, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების..

2019-07-23

საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები სამოქალაქო საქმისწარმოების ტრენინგს ესწრებიან

23-24 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე "სამოქალაქო საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში - აღიარებითი სარჩელი, უდავო წარმოება, მხარეები და მესამე პირები სამოქალაქო პროცესში“. საზოგადოებ..

2019-07-23