Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

მეგობრებო! დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თარიღია – 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 101 წლის წინ, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა სამი წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება დ..

2019-05-26

ქუთაისის ბიუროში ტრენინგი ჩატარდა

2019 წლის 22 მაისს იმერეთის - ქუთაისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი სამართლის ექსპერტის ლიანა ორკოდაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე: „სასჯელის შეფარდება და სასჯელის დასაბუთება, პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებ..

2019-05-23

ფრეზეთში მცხოვრებ დევნილებს იურისტები ესტუმრნენ

2019 წლის 17 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს იურისტებმა მურმან ნიკოლეიშვილმა და სოფიო ჩიხაშვილმა შეხვედრა გამართეს სოფელ ფრეზეთში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრის მიზ..

2019-05-22

თბილისის ბიუროში ტრენინგი მიმდინარეობს

2019 წლის 21 მაისს,  იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში,   აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)  მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტრენ..

2019-05-21

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სამსახურის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2019 წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მისმა მოადგილემ ირაკლი შონიამ სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.  სხდომაზე წარდგენილი იყო კომისიის 2018 წლის პროგრე..

2019-05-16

ზესტაფონის ბიუროს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

2019 წლის 14 მაისს, ზესტაფონის N 5 საჯარო სკოლის პედაგოგის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროში.  ბიუროს თანამშრომლებმა ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივი საკი..

2019-05-16

სამსახურის დირექტორი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენი კუპრაშვილი და დირექტორის მრჩევლები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი შეხვდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონულ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში  - კრისტი..

2019-05-15

ღვანკითელი ბავშვები სამართლებრივ საკითხებს გაეცნენ

2019 წლის 8 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს ადვოკატმა, ფატმან არზიკიანმა შეხვედრა გამართა თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სისხლის სამართლის ზოგადი..

2019-05-10

დუშეთის მოსახლეობა სამართლებრივ საკითხებს გაეცნო

2019 წლის 6 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა ირმა ჯიმშიაშვილმა და ლელა ჭანკოტაძემ შეხვედრა გამართეს დუშეთის მოსახლეობასთან. მოსახლეობას განემარტა თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სა..

2019-05-07

უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრები შეიკრიბნენ

2019 წლის 3 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა უფასოი ურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების ქსელის წევრებს.  შეხვედრაზე განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პრობლემები, რომელიც ქსელ..

2019-05-06