Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სოფელ მერეთის სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

2019 წლის 13 ივნისს, მარნეულის საკონულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეხვედრა გამართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა იყო - ოჯახური ძალადობა, გენდერუ..

2019-06-14

ქუთაისში ბავშვთა შრომის აკრძალვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

12 ივნისი, ბავშვთა შრომის აკრძალვის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით,  იმერეთის ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. იურისტები ქუთაისის ცენტრალურ პარკში შეხვდნენ მოსახლეობას, გააცნეს ბავშვთა შრომა..

2019-06-14

სამსახურის დირექტორი ბიუროების უფროსებს შეხვდა

2019 წლის 11 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსებს. დირექტორმა ვრცლად მიმოიხილა სამსახურის უახლოესი გეგმები, რომელიც მოიცავს შეფასების სისტემის დანერგვას, საკონსულტაციო ს..

2019-06-13

ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრა შედგა

2019 წლის 11 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და დირექტორის მოადგილეები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდნენ ევროკავშირის სამართლის პროგრამების მენეჯერს პეტერ დანიშსა და ევრ..

2019-06-12

თელავში სამსახურის სასწავლო ცენტრის კონცეფციაზე იმსჯელეს

2019 წლის 7-9 ივნისს, თელავში, ამერიკის შეესრთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის ტრენინგ სისტემის კონცეფციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. იურიდიული დახმარე..

2019-06-10

დარჩელის მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნო

2019 წლის 6 ივნისს, სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და იურისტ-კონსულტანტი ნინო მინჯია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სოფლის მოსახლეობა დეტალურად გაეცნო საქართველოს კანონ..

2019-06-07

დევნილებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

2019 წლის 7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა აფხაზეთის  ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხეო უფასო სამართლებრივი დახმარების ს..

2019-06-07

სამსახურის დირექტორი სახალხო დამცველს შეხვდა

2019 წლის 5 ივნისს, ომბუდსმენის ოფისში,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეებს გიორგი ბურჯანაძესა და თამარ გავრამაძეს, რომელიც, ამავდროულად, იურიდიული დახმარების საბჭ..

2019-06-07

ევროპის საბჭომ იურიდიული დახმარების სამსახურს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

2019 წლის 5 ივნისს, ევროპის საბჭოს ოფისში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხევდრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შორის.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარ..

2019-06-07

ჭიათურაში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 6 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა ელისო ბოგვერაძემ,თეა ჯანგიანმა და მიხეილ ხუსკივაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ჭიათურაში მცხოვრებ იძუ..

2019-06-07