Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სამსახურის დირექტორი ანაკლიაში "მომავლის ბანაკის"გახსნას დაესწრო

2019 წლის 27 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ანაკლიაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის "მომავლის ბანაკის" გახსნას დაესწრო. ბანაკის გახსის ღონისძიება, რომელშიც 300 მოზარდი მონაწილეობდა, საქართველოს ერო..

2019-06-28

სამსახურის დირექტორმა ფოთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

2019 წლის 28 ივნისს, ფოთში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. გაფართოებულ შეხვედრა ასევე ესწრ..

2019-06-28

სიღნაღის თავშესაფარში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 25 ივნისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის  სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარი) ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ოჯახში ძალადობა და სამსახურის ს..

2019-06-28

წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 19 ივნისს იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მაია ხვადაგიანი, ოთარ რუხაძე და ხვიჩა თავაძე შევხვდით ქალაქ წყალტუბოში სანატორიუმ ,,აია“-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს.  შეხვედრა ქალებზე მშვიდო..

2019-06-27

ზემო რაჭის მცხოვრებლები უფასო სამართლებრივი დახმარების პირობებს გაეცნენ

2019 წლის 20 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტთან ერთად შეხვედრა გამართეს ონის მუნიციპალიტეტის სოფლების უწერასა და გლოლას მოსახლეობასთან.  შეხვედრაზე მოსახლეობას მი..

2019-06-27

ნინოწმინდაში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა

2019 წლის 20 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე, ბიუროს ადვოკატი დავით თელიაშვილი და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე  ნინოწმინდის სოციალური მომსახურების ცენტრის თ..

2019-06-27

ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს სამართლებრივი კონსულტაცია გაეწიათ

მიმდინარე წლის 19 ივნისს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ზაზა კვირკველია,  სალომე ჯანჯღავა და  მაგდა სიორდია  შეხვდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც ქალაქ ფოთში ნანავას ქუჩაზე ცხოვრობენ. აქ ..

2019-06-27

თბილისის ბიუროში მიმდინარე ტრენინგზე ბავშვთა უფლებებზე მსჯელობენ

2019 წლის 26-27 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტ..

2019-06-27

წალკის შეხვედრაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგა

დღეს, 27 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვემო ქართლში იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიურო და წალკის საკონსუ..

2019-06-27

დაბა ჯვარში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა(დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების  სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2019 წლის 20 ივნისს, შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ..

2019-06-25