Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

გრძლედება ტრენინგები მემკვიდრეობის სამართლებრივ საკითხებზე

23 სექტემბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი სამსახურის ოფისებში დასაქმებული ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, ჩატა..

2019-09-23

ოზურგეთში იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 ბიურო გაიხსნა

19 სექტემბერს, ოზურგეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 ბიურო გაიხსნა. გურიის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ ბიუროში მიიღებენ. 2008 წლიდან ადგილობრივებს იურიდიულ კონსულტაციას ოზურგეთის სა..

2019-09-20

სამოქალაქო სამართლის საკითხები ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს

19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ოფისში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანებისთვის ჩატარდა ტრენი..

2019-09-20

თბილისის ბიუროს ადვოკატები "შეფასების სისტემის" კონცეფციას გაეცნნენ

17 სექტემბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში შედგა  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების  ხარისხის შეფასების  სისტემის კონცეფციის განხილვა.  იურიდიული დახმარების ს..

2019-09-17

პაატა მეხრიშვილს მადლობის სიგელი გადაეცა

17 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა  მადლობის სიგელი გადასცა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს, პაატა მეხრიშვილს საზოგადოებრივი ადვოკატის მოვალეობის მაღალკვალიფიციური შესრულებისთვის, ათწლიანი ..

2019-09-17

ადვოკატთა ასოციაციამ "შეფასების სისტემა" მოიწონა.

16 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და დირექტორის მოადგილე ნინო მელაძემ, ადვოკატთა ასოციაციაში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული..

2019-09-17

ძალადობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

13 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის..

2019-09-13

მემკვიდრეობის საკითრებზე ტრენინგი ჩატარდა

11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი მემკვიდრეობითი სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ტრენერი, თბილისის საქალაქო სას..

2019-09-11

უშგულის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

6 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ უშგულის მოსახლეობა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცნო. იურიდიული დახმარების სამსახურის მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ავთანდილ ჯაფარიძემ, სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარ..

2019-09-10

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

იურიდიული დახმარების სამსახური დუშეთის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. ამით გაიზრდება დუშეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა. ბოლო მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის 33 400-იანი ..

2019-09-06