Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

წლიური ანგარიშის მომზადების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

6 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ანგარიშების ანალიტიკური წერის შესახებ. იურიდიული დახმარების..

2019-09-06

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში მოისმინა

5 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UNWOMEN) 1 წლიანი თანამშრომლობის პერიოდში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. სამსახურის დირექტორის მოადგილეს, ნინო მელაძეს საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტმა, ლაურა ჟ..

2019-09-05

ადვოკატები ხარისხის შეფასების სისტემის განახლებულ კონცეფციას ეცნობიან

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა  ბიუროების უფროსებსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს.  შეხვედრაზე განიხილეს მენეჯმენტის მოსაზრებები სამსახურში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და იურიდიული დახმარების სამ..

2019-09-03

პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს მიუსმინეს

დღეს, 30 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის იურიდიულ  საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა დ..

2019-08-30

იუსტიციის სამინისტროში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 23 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს ბექა ძამაშვილს და მის მოადგილეს თამარ როსტიაშვილს. შეხვედრა..

2019-08-23

ხულოში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება

უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს რეგიონებში დამატებით რამდენიმე ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრს გახსნის. 20 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე სამსახურის დ..

2019-08-20

სამსახურის დირექტორი შუახევის მოსახლეობას შეხვდა

20 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შუახევს ეწვია და მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლ..

2019-08-20

სენაკში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

1 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს წარმომადგენლები ესტუმრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის ტეხურის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა  უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან დევნილია.ინფორმაცია აღნიშნულ დასახლებაში მცხო..

2019-08-08

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

31 ივლისს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მრტვილის რაიონის სოფლების - დიდ ჭყონისა და სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და  ინფორმირებას იურიდიული..

2019-08-02

იურისტები ფოთის დღის ცენტრის ბავშვებს ესტუმრნენ

2019 წლის 1 აგვისტოს, სამეგრელოს-ფოთის იურიდული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს ფოთში არსებულ დღის ცენტრში, სადაც ბენეფიციარები ძირიტადად შშმ ბავშვები არიან. იურისტებმა  ცენტრის პატარა ბენეფიციარებს საჩუქრები გადასც..

2019-08-01