Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

მისაქციელის მოსახლეობა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს გაეცნო

2019 წლის 30 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა და კონსულტანტმა გიორგი თოთაძემ შეხვედრა გამართეს სოფ. მისაქცილის საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსახლეობასთან.  შეკრ..

2019-10-01

სამსახურის ხელმძღვანელები რომში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ

2019 წლის 29 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მოადგილემ სულხან გველესიანმა შეხვედრა გამართეს ქართველ ემიგრანტებთან რომში, იტალიაში. შეხვედრაზე გამოიკვეთა იმ იურიდიული დახმარების სერვსების მიწოდების საჭ..

2019-10-01

მადრიდში მცხოვრები ემიგრანტები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მოადგილემ სულხან გველესიანმა, შეხვედრა გამართეს ქართველ ემიგრანტებთან მადრიდში, ესპანეთის სამეფოში. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა, ქართველ ემიგრანტებს წარუ..

2019-10-01

ზემო მაჩხაანის მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხებს გაეცნო

2019 წლის 26 სექტემბერს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა  - ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა და იურისტ-კონსულტანტმა გიორგი ევსტაფიშვილმა შეხვედრა გამართეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ადგი..

2019-10-01

ბერლინის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა შედგა

2019 წლის 27 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადენლებმა შეხვედრა გამართეს ქართულ დიასპორასთან ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის პრობლემური საკითხები, რაც გერმანიაში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეე..

2019-09-30

მიმდინარეობს შეხვედრა გლობალური კამპანიის აქტივობების შესამუშავებლად

24-27 სექტემბერს, წინანდალში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა სექსუალურ შევიწროებაზე გენდერული თანაწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი  კომი..

2019-09-25

გერმანიის ადვოკატთა ასოციაცია იურიდიული დახამრების სამსახურის რეფორმებს დადებითად აფასებს

2019 წლის 24 სექტემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა გერმანიის ადვოკატთა ასოციაციაში, სადაც გერმანელ კოლეგებთან განვიხილეთ იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, იურიდიული განგრძობადი განათლების კონცეფცია და ადვოკატთა შრომის ანაზღაურების გ..

2019-09-24

სამსახურის დირექტორი პრაღაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

2019 წლის 23 სექტემბერს, პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი და კონსული. შეხვედრაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი..

2019-09-24

ქუთაისში მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხები განიხილეს

იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, დღეს, ქუთაისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. "მრგვალ მაგიდაში" მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა. მონაწილეთა შორის იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს..

2019-09-24

ახალქალაქში "ევროპის დღე" აღნიშნეს

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროსა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში "ევროპის დღე ახალქალაქში", რომელიც 21 სექტემბერს ახალქალაქში გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის, ევრო..

2019-09-24