Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საზოგადოებრივი ადვოკატები UNHCR/DLA Piper-ის ტრენინგს ესწრებიან

2019 წლის 3 ივნისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR/DLA Piper მხარდაჭერით, დაიწყო სამდღიანი ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი თემაა „ადვოკატის უნარ-ჩვევები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩ..

2019-06-04

ძეგვის თავშესაფარში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლები ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ. აქ მცხოვრებ ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოე..

2019-06-03

საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა შედგა

2019 წლის 31 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში პირველად შეიკრიბა  საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ახალი ინციატივით შეიქმნა. საკონსულტაციო საბჭო არის დირექტ..

2019-05-31

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 31 მაისს, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მხარეები..

2019-05-31

დონორი ორგანიზაცია USAID განაგრძობს სამსახურის მხარდაჭერას

31 მაისს (2019) იურიიდული დახმარების სამსახურს ესტუმრნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი სასამართლო რეფორმის საკითხებში კენტ კესიბერი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორ..

2019-05-31

საჩხერის სოფლების მცხოვრებლებს იურისტები ეწვივნენ

2019 წლის 21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთი–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა ელისო ბოგვერაძემ და თეა ჯანგიანმა შეხვედრები გამართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩიხასა და სხვიტორში, ასევე, საზღვრისპირა სოფელ ჭურნალში, სადაც..

2019-05-29

ზესტაფონელი მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2019 წლის  22 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროში, შსს ზესტაფონის რაიონული განყოფილების და პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით  შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის თ..

2019-05-29

თბილისის ბიუროში ტრენინგი გრძელდება

28.05.2019: თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში კვლავ გაგრძელდა სამართლის ექსპერტის ლიანა ორკოდაშვილის ტრენინგი თემაზე: „სასჯელის შეფარდება და სასჯელის დასაბუთება, პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება&ldqu..

2019-05-29

თბილისის ბიუროში მიმდინარე ტრენინგზე სასჯელის საკითხებს განიხილავენ

    თბილისის ბიუროში მიმდინარე ტრენინგზე სასჯელის საკითხებს განიხილავენ დღეს, 2019 წლის 27 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგი სამართლის ექსპერტის ლიანა ორკოდაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე: &bd..

2019-05-27

წეროვანში ონლაინ კონსულტაციის ოთახი გაიხსნა

უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დისტანციური სამართლებრივი დახმარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 2019 წლის 26 მაისს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ..

2019-05-26