Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საკონსულტაციო კამპანია ლეჩხუმში გაგრძელდა

2026 წლის 19 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ლეჩხუმის სოფლებს ესტუმრა.  ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კოსნულტანტი მაია ხვადაგიანი და ცაგერისა და ლენტეხის საკონსულტაციო ცენტრების კოსნულტანტი ნინო ურთ..

2026-03-23

პარალეგალების პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

2026 წლის 17-18 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის "პარალეგალების" ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც თბილისში არსებული უმალესი სასწავლებლებიდან შერჩეული სტუდენტები დაესწრნენ.&nb..

2026-03-23

მობილური საკონსულტაციო ცენტრი რაჭის სოფლებში ჩავიდა

2026 წლის 11 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი რაჭაში ჩავიდა. ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ჯერ აბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდნე..

2026-03-16

ოფურჩხეთის მცხოვრელებმა მობილური საკონულტაციო ცენტრით ისარგებლეს

იმერეთის რეგიონში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საინფორმაციო კამპანია. 5 მარტს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ინა მელაძემ და მაია ხვად..

2026-03-06

როხის მცხოვრებლები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

2026 წლის 5 მარტს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხს ესტუმრნენ. მათ სოფლის მოსახლეობას გა..

2026-03-06

ბაღდათის მცხოვრებლებს კონსულტაციები გაეწიათ

2026 წლის  4 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ბაღდათში ჩავიდა. ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა - მაია ხვადაგიანმა, ინა მელაძემ და ნათია ნერგაძემ  ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიული დ..

2026-03-05

ნერგიეთში საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

2026 წლის 4 მარტიდან იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა. ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სოფელ ნერგიეთს ესტუმრნენ. იურისტებმა მაია ხვადაგიანმა, ინა მელაძემ და ..

2026-03-05

რუსთავში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს

2 მარტს, რუსთავის მედიათეკაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე რუსთავის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა მარინა ლიპარტელიანმა რუსთავში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ქალთა დღესასწაულებ..

2026-03-05

საყულიას მცხოვრებელებმა იურიდიული კონსულტაციები გაიარეს

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში 2026 წლის 26 თებერვალს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიას ესტუმრნენ.  ბიუროს კონსულტანტებმა ინა მელაძემ და ..

2026-02-27

საწირესა და ორპირში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

იმერეთში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია. 2026 წლის  26 თებერვალს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტი სოფლების - საწირესა და ორპირი..

2026-02-27