Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

მიმდინარეობს ტრენინგი სისხლის სამართლის საკითხებზე

დღეს, 22 ოქტომბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „აუცილებელი მოგერიება და აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი დანაშაული“. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოს..

2020-10-22

მიმდინარეობს ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

დღეს,16 ოქტომბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ბავშვთა ბულინგი, ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“. ტრენინგს უძღვებაადვოკატი თამარ გაბოძე. ტრეინინგზე განიხილება ბავშვთა ჩაგვრისა და და..

2020-10-16

ორსანტიაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

9 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე " ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხ..

2020-10-12

დისტანციურ ტრენინგზე მიწის რეგისტრაციაზე ისაუბრეს

8-9 ოქტომბერს, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი - ,,მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით’’. ტრენინგს უძღვება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ირინა კვაჭანტირაძე. ..

2020-10-12

დუისის საკონსუტაციო ცენტრში ბავშვზე მორგებული ოთახი გაიხსნა

8 ოქტომბერს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, ბავშვზე მორგებული სივრცე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, გაეროს ბავშ..

2020-10-08

გადაცემაში "სამართლებრივი რჩევები" საადვოკატო საქმიანობაზე იმსჯელეს

28 სექტემბერს, რადიო იმედის გადაცემაში "სამართლებრივი რჩევები, გადაცემის წამყვანმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სტუმარმა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა ისაუბრეს საადვოკატო საქმიანობის  შესახებ. მათ განიხილეს: ⦁&nb..

2020-10-02

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის

დღეს, 30 სექტემბერს, USAID PROLOG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე-,,პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა’’. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანი. ტრენინგზე განიხილებოდა პირის..

2020-09-30

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ახალი ოფისი აქვს

2020 წლის 25 სექტემბერს, 17 საათზე, ზუგდიდში, ნარმანიას ქ. # 3-ში უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, სახელმწიფო ორგანიზაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა. შენობა გარემონტდა და თანამშრომლების სამუშაო პირობე..

2020-09-28

ხობის საკონსულტაციო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს

24 სექტემბერს ხობში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. უფასო სამართლებრივი დახმარება ხობის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა ხობში, (ცოტნე დადიანის 185), სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი ..

2020-09-28

სენაკში იურიდიული დახმარების სამსახურის 24-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

24 სექტემბერს, სენაკში, (წერეთლის ქუჩა N1) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარება. საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელ..

2020-09-28