Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ტრენინგზე"ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე" იმსჯელეს

26 მარტს USAID  PROLoG-ის  გრანტის  ფარგლებში   ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესი’’. ტრენინგს  უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მეს..

2021-03-26

თბილისში შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

26 მარტს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, გაიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამასხურის სამოქმედეო გეგმის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პ..

2021-03-26

ქუთაისში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა

25 მარტს, ქუთაისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, გაიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა.  პრ..

2021-03-25

ბათუმში შშმ პირებთან შეხვედრა შედგა

დღეს, 24 მარტს, ბათუმში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, 11:45 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუში“, გაიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმის „შეზღუდული შესაძლებლობ..

2021-03-24

მოსწავლეებმა იურისტებთან ბავშვის უფლებათა კოდექსზე იმსჯელეს

დღეს,19 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს ანალიტიკოსები ონლაინ რეჟიმში შეხვედრენ არასრულწლოვნებს. შეხვედრის ორგანიზატორი იყო  ააიპ "ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი", რომელთანაც 2020 წელს იურიდიული დახმარ..

2021-03-19

ტრენინგზე ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე იმსჯელეს

5 მარტს,   USAID  PROLOG-ის  გრანტის  ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური  ტრენინგი  თემაზე -,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება; ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათ..

2021-03-05

ჩატარდა ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე

24-26 თებერვალს, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები’’.  ტრენინგს უძღვებოდა ბაია პატარაია..

2021-02-26

ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობას მიმოიხილავდა

23 თებერვალს  ჩატარდა  USAID  PROLOG-ის გრანტის ფარგლებში დისტანციური  ტრენინგი  თემაზე ,,მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში’’. ტრენინგს  უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ..

2021-02-23

რაჟდენ კუპრაშვილი აკადემიურ კონკურსს დაესწრო

დღეს, 19 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც საკონკურსო კომისიის წევრი,  ესწრება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიურ კონკურსს. კონკურსი ონლაინ- რეჟიმში მიმდინარეობს. ..

2021-02-19

ადვოკატები "სამართლებრივი მართლწერის" ტრენინგს დაესწრნენ

18-19 თებერვალს   USAID  PROLOG-ის  პროექტის ფარგლებში  ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე -,,სამართლებრივი მართლწერა’’. ტრენინგს  უძღვებოდა  ადვოკატი - ლაშა  კალანდაძე. ტრენინგზე &..

2021-02-19