Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

უზბეკეთის იურიდიული დახმარების რეფორმაში საქართველოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან

დღეს  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა კანადის იურიდიული საზოგადოების კრიმინოლოგიის, ბარისტიკისა და ადვოკატირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან ნიკოლაი კოვალიოვთან. ჩართვაში ასევე ..

2020-06-10

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებს ახალი ავტომობილები გადაეცა

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებს ახალი ავტომობილები გადაეცა. სამსახურმა ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. რამდენიმე ავტომობილი ავარიების შედეგად სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. ნაწილი კი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას ..

2020-06-08

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები ბავშვთა უფლებების საკითხებზე

გრძელდება ონლაინ-ტრენინგების სერია თემაზე - „ბავშვთა ბულინგი, ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“, რომელიც USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს და მას  უძღვება საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაბოძე. დღეს, 4 ივნისს, ტრენი..

2020-06-04

ონლაინ ტრენინგზე სისხლის სამართლის საკითხებზე მსჯელობენ

დღეს, 2 ივნისს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „აუცილებელი მოგერიება და აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი დანაშაული“. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამარ..

2020-06-02

ბავშვთა უფლებების საკითხს ტრენინგზე განიხილავენ

ბავშვთა ბულინგი, ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ - აღნიშნულ საკითხებმზე დღეს, 28 მაისს ტარდება ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის. იგი  დისტანციურად, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდებ..

2020-05-28

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის

დღეს, 22 მაისს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეორე დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება“. ტრენინგს უძღვებოდა ადვოკატი ირაკლი ადეიშვილი . ტრეინინგზე განხ..

2020-05-22

საპარლამენტო კომიტეტმა სამსახურის ანგარიში მოისმინა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში. მან შესავალ სიტყვაში დეპუტატებს მოკლედ ასევე მოუთხრ..

2020-05-22

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებს ტრენინგზე განიხილავენ

დღეს,15 მაისს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება“. ტრენინგს უძღვება ადვოკატი ირაკლი ადეიშვილი. ტერნინგის დასაწყისში მონაწ..

2020-05-15

საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა

2020 წლის 7 მაისს, დისტანციურ რეჟიმში  იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა გაიმართა.  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ და დაწვ..

2020-05-07

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის

დღეს,5 მაისს, USAID PROLoG-ისპროექტისფარგლებში, ჩატარდა რიგით მეორე დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სამემკვიდრეო სამართალი - კომლის საკუთრება“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია.  ტრეინინგზე ..

2020-05-05