Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სეუ-ს ბაზაზე "სამართლის კლინიკა" გაიხსნა

19 აპრილს გაფორმდა მემორანდუმი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა „პრაქტიკული სამართლის კლინიკა“ , სადაც სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შ..

2021-04-20

დაიბეჭდა ჟურნალ "საზოგადოებრივი ადვოკატის" პირველი ნომერი

გაჩნდა კიდევ ერთი ახალი სივრცე სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის - გამოვიდა ჟურნალ "საზოგადოებრივი ადვოკატის" პირველი ნომერი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსების 15 წლისთავს მიეძღვნა. ჟურნალის დაარსების იდეა ეკუთვნის იურიდ..

2021-04-18

ჩატარდა ტრენინგი არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე

16 აპრილს USAID  PROLoG-ის  გრანტის  ფარგლებში   ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,კლიენტთან, მათ შორის არასრულწლოვან კლიენტთან ადვოკატის კომუნიკაცია’’. ტრენინგს  უძღვებოდნენ სამართლის პ..

2021-04-17

საგარეჯოში ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერთობლივად ახორციელებენ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების..

2021-04-15

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან UNHCR ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 8 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემეორანდუმი გაფორმდა იურიდიული დახმარების სამსახურსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს ოფისთან. უწყებებს შორის უკვე არსებობს  თანამშრომლობის გამოცდილება  ლტოლვილთა და თავშეს..

2021-04-08

ეწერფელდის მოსახლეობასთან ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

7 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფელდში, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარე სოფელია,  გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო მინჯიამ მოსახლ..

2021-04-08

უკრაინის იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობა გაღრმავდება

6 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, მისი მოადგილე სულხან გველესიანი და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი დავით სიმონია დისტანციურ რეჟიმში შეხვდნენ უკრაინის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ალექსანდრ ბარანოვს დ..

2021-04-07

2020 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს

31 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. ა..

2021-03-31

იურიდიული დახმარების სამსახური გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა

დღეიდან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივაა, რომელიც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ, ინკლუზი..

2021-03-29

ბათუმის შეხვედრა ქალთა და ბავშვთა უფლებებს მიეძღვნა

28 მარტს, ბათუმის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსი იამზე ზანდარაძე და ადვოკატი ნატო ირემაძე, ბათუმის ქალთა კლუბის მიწვევით, შეხვდნენ ახალგაზრდებს გამომცემლობაში „წიგნები ბათუმში".   ღონისძიების თემაზე  იყო „..

2021-03-29