Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმებს მხარი დაუჭირეს

10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის“ პროექტის (USAID/PROLoG) დახმარებით, შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორი ორგ..

2020-07-14

აშშ-ს საელჩოს და USAID-ის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა

14 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და მისი პირველი მოადგილე ნინო მელაძე შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტს, აშშ სახ..

2020-07-14

მიმდინარეობს ტრენინგი ბავშვთა უფლებების შესახებ

8-11 ივლისს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა“და მას  უძღვებიან ადვოკატები ირაკლი ყანდაშვილი და მაია ბაქრაძე. ტრენინგის მეორე ნაწილში ჩაერთვებიან ფსიქოლოგი..

2020-07-09

დუშეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულატაციო ცენტრი გაიხსნა

7 ივლისს, დუშეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-12 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. დუშეთის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ.  2007 წლიდან მცხეთა-მთიანეთის..

2020-07-08

ზარდიაანთკარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის სოფელია, შედგა შეხვედრა. შეხვედრის დროს განიხილეს ის პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და სადაც იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართულობა, განსაკუთრებით ..

2020-07-03

ლაგოდეხში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაისხნა

უფასო სამართლებრივი დახმარება ლაგოდეხის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდება. 2020 წლის 24 ივნისს 18:00 საათზე,  ლაგოდეხში მერაბ კოსტავას ქ.#1), იურიდიული დახმარების სამსახურის ლაგოდეხის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა საკონსულტაციო ცენტრში იმუშა..

2020-06-25

გრძელდება დისტანციური ტრენინგი მოქალაქეობის არმქონე პირების თემაზე

დღეს, 19 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC) თანამშრომლობით გამართა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „მოქალაქეობის არმქონე პირები“, რომელშიც სამ..

2020-06-19

მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი მოქალაქეობის არმქონე პირების თემაზე

დღეს, 18 ივნისს,  იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC) თანამშრომლობით გამართა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „მოქალაქეობის არმქონე პირები“.&n..

2020-06-18

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

12 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ონლაინ რეჟიმში დაესწრო  ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას, რომელსაც  უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მასში მონაწილეობდნენ: დუნია ..

2020-06-12

გრძელდება ტრენინგი აუცილებელი მოგერიების თემაზე

დღეს, 11 ივნისს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „აუცილებელი მოგერიება და აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი დანაშაული“. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამა..

2020-06-11