Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალქალაქის მერიასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

26 აპრილს, დისტანციური  შეხვედრა ჩატარდა ახალქალაქის ადმინისტრაციაში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომელიც მხარდაჭერილია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ და ხორციელდ..

2021-04-26

საქსტატთან მემორანდუმი გაფორმდა

23 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმს. მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახური თავისი კომპეტენცი..

2021-04-23

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

გრძელდება შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წამომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომელიც მხარდაჭერიალია USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ და ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქა..

2021-04-22

სოფელ ქესალოში სამსახურის სერვისების პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 22 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში შედგა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებთან.  ღონისძიება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპა..

2021-04-22

ქვემო სამსარში უფასო სამართლებრივ დახმარების შესახებ ისაუბრეს

დღეს, 22 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სამსარის მოსახლეობას შეხვდა ახალქალაქის საკონსულტაციუო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე, რომელმაც ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA -ს წარმომადგენ..

2021-04-22

მანხუთის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

21 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მანხუთის მოსახლეობას შეხვდა რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კ..

2021-04-22

თეთრიწყაროში იურიდიულ დახმარებაზე ისაუბრეს

დღეს, 22 აპრილს გაიმართა შეხვედრა თეთრიწყაროში. ერთნიკური უმცირესობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა სერვისების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა და მოს..

2021-04-22

"მხარდამჭერებმა" ბავშვთა მართლმსაჯულებაზე იმსჯელეს

22 აპრილს გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერთა ჯგუფის რიგით მეთოთხმეტე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში.  ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარადგინა პრეზენტაცია თემაზე "ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გა..

2021-04-22

ეშტიაში გაგრძელდა საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

გრძელდება საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის. დღეს, 21 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში. ეთნიკური უმცირესობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწ..

2021-04-21

სოფელ დელიფის მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა

დღეს, 20 აპრილს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დელიფში შედგა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებთან. ღონისძიება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთო..

2021-04-20