Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის - რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება

ცივილიზებული მსოფლიო10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკვე 52 წელი გავიდა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია&ldq..

2020-12-10

მიმდინარეობს ტრენინგი ევროსაბჭოს მზარდაჭერით

2-4 დეკემბერს ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე -,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“. ტრენინგს უძღვებოდა ბაია პატარაია - ეროვნული ექსპერტი გ..

2020-12-04

მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი "პირის მხარდამჭერად ცნობასთან" დაკავშირებით

დღეს, 27 ნოემბერს, USAID PROLOG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - ,,პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა’’. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანი. ტრენინგზე განიხილებოდა პირის..

2020-11-27

"მხარდამჭერთა ჯგუფის" პირველი შეხვედრა გაიმართა

24 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურში შექმნილი „მხარდამჭერთა ჯგუფის“ პირველი შეხვედრა გაიმართა.  „მხარდამჭერთა ჯგუფის“ წევრებმა განიხილეს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის მიერ წარდგენილი სამართლებრი..

2020-11-25

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ გლობალურ კამპანიასთან (25 ნოემბერი-10დეკემბერი) დაკავშირებით :

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევად რჩება, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად. ძალადობაზე რეაგირება, მსხვერპლის დახმარება და პრევენცია საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული დახმა..

2020-11-25

გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ადვოკატთა ანაზღაურების გერმანული მოდელი“ 

19 ნოემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ადვოკატთა ანაზღაურების გერმანული მოდელი“. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ „საერთაშორისო სამარათლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ &nbsp..

2020-11-19

იურისტებმა რადიოგადაცემაში "მხარდაჭერის მიმღებად ცნობის" თემაზე ისაუბრეს

16 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის გადაცემაში "სამართლებრივი რჩევები", გადაცემის წამყვან რაჟდენ კუპრაშვილის სტუმრებმა  საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თეა ყაულაშვილმა და ლიანა კაჟაშვილმა ისაუბრეს "მხარდაჭერის მიმღებად ცნობის..

2020-11-16

გრძელდება დისტანციური ტრენინგები სხვასხვა სამართლებრივ საკითხებზე

დღეს, 12 ნოემბერს, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება“. ტრენინგს უძღვებოდა ადვოკატი ირაკლი ადეიშვილი . ტრეინინგზე განიხილებოდა ..

2020-11-12

მიმდინარეობს ტრენინგი „პირის მხარდამჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხზე

დღეს, 6 ნოემბერს, USAID PROLOG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - ,,პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა’’. ტრენინგს უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანი. ტრენინგზე განიხილებოდა პირის ..

2020-11-06

რადიოგადაცემა "სამართლებრივი რჩევები"- იურიდიული კონსულტაციის ალტერნატიული ფორმა

2020 წლის 6 ივისიდან იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს რადიოპროექტს "სამართლებრივი რჩევები", რომლის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დისტანციური კონსულტაცია. 2020 წლის 6 ივლისიდან დღემდე რადიო "იმედის&..

2020-11-03