Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ბათუმის ბიუროში სამსახურის რეფორმებზე იმსჯელეს

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრა გამართა ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებთან. აღნიშნული შეხვედრა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სამსახურის განვითარებისა და რეფორმირების პროექტის მიმ..

2020-08-12

ქუთაისის ბიუროში შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრა გამართა ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებთან. აღნიშნული შეხვედრა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სამსახურის განვითარებისა და რეფორმირების პროექტის მი..

2020-08-11

წყალტუბოში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

უფასო სამართლებრივი დახმარება წყალტუბოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 2020 წლის 7 აგვისტოს 15 საათზე,  წყალტუბოში (შოთა რუსთველის ქ.#25), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის წყალტუბოს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იუ..

2020-08-10

ბაღდათში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

4 აგვისტოს, ბაღდათში იურიდიული დახმარების სამსახურის მე-15 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება, რადგან აქამდე მათ ქუთაისის ბიუროსთვის მიმართვა უწევდათ...

2020-08-05

გრძელდება ონლაინ-ტრენინგები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე

29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა“. ტრენინგს უძღვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე ..

2020-07-29

ტრენინგზე ბავშვთა უფლებების საკითხზე მსჯელობენ

22-25 ივლისს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა“. ტრენინგს უძღვებოდნენ ადვოკატები თამარ გაბოძე და მარინე კორძაძე, ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და სოციალური მუშაკი..

2020-07-25

UNICEF-ის ხელმძღვანელი დუისის საკონსულტაციო ცენტრს ესტუმრა

24 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პანკისის ხეობაში, დუისის საკონსულტაციო ცენტრში უმასპინძლა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF ხელმღვანელს ღასან ხალილს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს რაჟდენ კუპრაშვილმა გააცნო სამსახურ..

2020-07-25

ყვარელში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

21ივლისს, ყვარელში, კუდიგორის ქ. #2-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. შესაბამისად ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამსართლებრივი დახმარება, რადგან მანამდე, ადგილობრივ მოსახლეობ..

2020-07-22

UNHCR-ის დახმარებით ტრენინგი მიმდინარეობს

დღეს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატრბისათვის,  კახეთში (ლოპოტას ტბა) მიმდინარეობს ტრენინგი მოქალაქეობის არქონის საკითხებსა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ.  ტრენინგის ..

2020-07-20

დმანისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

15 ივლისს, დმანისში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ.  2007 წლიდ..

2020-07-16