Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

იურიდიული დახმარების სამსახურს ახალი ლოგო აქვს

იურიდიული დახმარების სამსახურს ახალი ლოგო აქვს. ლოგო მოწონებული და დამტკიცებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ. ლოგოში გამოყენებული სიმბოლოების განმარტება იხილეთ  აქ: http://www.legalaid.ge/ka/p/2011/%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%98%E1%8..

2021-02-05

დაიწყო "სამართლებრივი რჩევების" მეორე სეზონი

რადიოგადაცმა "სამართლებრივი რჩევების" მეორე სეზონი 25 იანვარს განახლდა. იურიდიული დახმარების სამსახურის რადიოპროექტში გრძელდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების განხილვა. გადაცემის წამყვანი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რ..

2021-02-03

სექსუალური შევიწროების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

2021 წლის 22 იანვარს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა დაამტკიცა სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი და სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრის ფორმა.  ამასთან დაკავშირებით, 29 იანვარს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლ..

2021-01-29

იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

2020 წლის 29 დეკემბერს იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წევრის შერჩევის მიზნით ჩატარდა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამსახურის ბიუროების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. კენჭისყრის შედეგების მიხედვით იურიდიული დახმარების საბჭოს ახალ ..

2021-01-27

შეიქმნა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურისთვის შემუშავდა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ადგილზე თანაბარ მოპყრობას და დის..

2021-01-27

საქველმოქმედო ღონისძიება სართიჭალაში

25 დეკემბერს სოფელ სართიჭალაში სუხაშვილების  სოციალურად დაუცველ ოჯახს ვესტუმრეთ და ჩვენი სახსრებით შეგროვილი კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი გადავეცით. იურიდიული დახმარების სამსახურში გრძელდება საქველმოქმედო ტრადიცია - ..

2020-12-28

"მხარდამჭერთა ჯგუფში" ბავშვის უფლებათა კოდექსზე იმსჯელეს

14 დეკემბერს გაიმართა "მხარდამჭერთა ჯგუფის" ონლაინ შეხვედრა, რომელშიც ჯგუფის წევრებთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და სხვა ადვოკატები  მონაწილეობდნენ.  შეხვედრაზე განიხილეს ბავშვის უფლებათა..

2020-12-15

ჩატარდა ტრენინგი ტრეფიკინგის საკითხებზე

14 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდენციები“. ტრენინგზე მომხსენებლები იყვნენ  იუ..

2020-12-14

ადვოკატებმა გაიარეს ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციაში

9-12 დეკემბერს USAID PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების სამმართველოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე -,,ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები“.  ტრენინგს უძღვებოდა ვლადიმერ მკერვალიშ..

2020-12-14

ადვოკატებმა გაიარეს ტრენინგი მემკვიდრეობის საკითხებზე

10 დეკემბერს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სამემკვიდრეო სამართალი - კომლის საკუთრება“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია. ტრენინგზე განიხილებოდა მემკვ..

2020-12-10