Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ცაგერში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

2 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ცაგერში ბიზნესის დაწყების და გაფართოების მსურველი ადგილობრივი მოსახლეობისათვის გამართა შეხვედრა, ცაგერის საზოგადოებრივ ცენტრში დირექტორმა წარადგინა პროექტი ,,სამართლებრივ..

2020-09-03

რაჟდენ კუპრაშვილმა მედიაჰოლდინგში "კვირა" ბრიფინგი გამართა

1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდება ბავშვის უფლებათა კოდექსი. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართულია იურიდიული დახმარების სამსახური. აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიული დახამრების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგი გამართა მედიაჰოლდინ..

2020-09-03

შეხვედრა სენაკის დევნილთა დასახლებაში

29 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კურპაშვილი, სენაკის დევნილთა დასახლების მკვიდრებს შეხვდა. საუბარი შეეხო დევნილთა სამართლებრივ პრობლემებსა და იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტებსა და სამომავლო გეგმებს   ..

2020-08-31

მალე უფასო სამართლებრივი დახმარების რეფერალური პორტალი განახლდება

31 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა უფასო სამართლებრივი დახმარების რეფერალის (გადამისამართების) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. უფასო იურიდიული დახმარების პორტალი www.free.mylaw.ge შექმნილია იმ პირ..

2020-08-31

გაეროს ლტოვილთა უმაღლეს კომისარიატს ახალი წარმომადგენელი ჰყავს

2020 წლის 25 აგვისტოს  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელ იოჰან ფრანცს შორის.  აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მი..

2020-08-27

გორში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრა გამართა გორის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებთან. აღნიშნული შეხვედრა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სამსახურის განვითარებისა და რეფორმირების პროექტის მიმოხ..

2020-08-19

ქობულეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

უფასო სამართლებრივი დახმარება ქობულეთის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 2020 წლის 15 აგვისტოს, ქობულეთში (თავისუფლების ქ.#13), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის ქობულეთის საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაცი..

2020-08-15

ქედაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

რიგით მე-18 საკონსულტაციო ცენტრი გაისხნა ქედაში (26 მაისის ქ.#2),, 2020 წლის 14 აგვისტოს და შესაბამისად, უფასო სამართლებრივი დახმარება ქედის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. შესაძლებელი გახდა იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნე..

2020-08-14

ხულოში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

უფასო სამართლებრივი დახმარება ხულოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა. 2020 წლის 13 აგვისტოს, 13:00 საათზე, ხულოში (დავით აღმაშენებლის ქ.#3), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის ხულოს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კო..

2020-08-13

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ბავშვთა უფლებებზე იმსჯელეს

11 აგვისტოს, ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ ისტორიულ კომპლექსში გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტის „საუბრები ბავშვის უფლებებზე“ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF წარმომად..

2020-08-12