Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა წალენჯიხაშიც

23 სექტემბერს წალენჯიხაში იურიდიული დახმარების სამსახურის 23-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. საკონსულტაციო ცენტრის იურისტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სო..

2020-09-28

ჩხოროწყუში გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი

2020 წლის 23 სექტემბერს ჩხოროწყუში (აღმაშენებლის N1), გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. ცენტრისათვის..

2020-09-28

მარტვილში ამოქმედდა იურიდიული დახამარების სამსახურის საკოსნულტაციო ცენტრი

2020 წლის 22 სექტემბრიდან, მარტვილში (თავისუფლების ქუჩა 10 ), უფასო სამართლებრივი დახმარების   მიღება გაადვილდება, რადგან გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი.მარტვილელებისათვის შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მ..

2020-09-28

აბაშაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

2020 წლის 22 სექტემბერს, რიგით მე-20 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა აბაშაში (უჩა კაჭარავას N1), სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. აბაშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, რ..

2020-09-28

იურიდიული დახმარების სამსახურს ახალგაზრდა კოლეგათა ჯგუფი შემოემატა

15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა დამწყები ადვოკატების ჯგუფს, რომლებმაც ორიოდე თვეა მუშაობა დაიწყეს და თითოეულმა 40-მდე საქმე აწარმოა თბილისისა და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროებში. შეხვედრაზე ..

2020-09-20

ბრიფინგი ახალი ცხელი ხაზის 1485-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით

15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგი გამართა Kvira.ge-ში. მან სატელეფონო ცხელი ხაზის ახალი ნომრის 1485-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში სატელეფონო და ონ..

2020-09-20

მარკ ჰულსტთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 17 სექტემბერს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელ მარკ ჰულსტს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინ..

2020-09-20

რადიოიმედის გადაცემა "სამართლებრივი რჩევები" - იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტი

მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა რადიოიმედთან თანამშრომლობით დაიწყო გადაცემა "სამართლებრივი რჩევები", რომელსაც უძღვება სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი.  გადაცემა ეთერში გად..

2020-09-20

უფასო სამართლებრივი დახმარების გადამისამართების ქსელი მალე განახლდება

1 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა უფასო სამართლებრივი დახმარების რეფერალის (გადამისამართების) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  უფასო იურიდიული დახმარების პორტალი  www.free.mylaw.ge შექ..

2020-09-20

დაიწყო პროექტი "სამართალი ბავშვებისთვის"

3 სექტემბერს, მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო ონლაინ პროექტი "სამართალი ბავშვებისთვის", სადაც არასრულწოვნებისთვის აქტუალური სამართლებრივი საკითხები განიხილება. პროექტის პ..

2020-09-03