Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

წალკის მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტი თათია სოსელია ონლაინ რეჟიმში ჩაერთო წალკის მცხოვრებლებთან.   შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოში და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ეთნიკური უმცირესობე..

2021-05-21

შეხვედრა რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში

19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმებზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში ..

2021-05-20

დაიწყო შეხვედრები რეგიონული ბიუროების წარმომადგენლებთან.

დაიწყო შეხვედრები რეგიონული ბიუროების წარმომადგენლებთან. დღეს, 19 მაისს, შეხვედრა შედგა   თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამსახურში მიმდინარე საკითხებისა და  გამოწვევების განხილვა ..

2021-05-19

სიღნაღში სამსახურის გამოწვევებზე იმსჯელეს

19 მაისს, სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროში გამართულ შეხვედრაზე , იურიდიული დახმარების სამსახურის  ადმინისტრაციისა და და ბიუროს თანამშრომლებმა განიხილეს სამსახურში მიმდინარე რეფორმები, აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები. ..

2021-05-19

გაიმართა ონლაინ შეხვედრა გარდაბნის მცხოვრებლებთან

18 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტი თათია სოსელია ონლაინ რეჟიმში ჩაერთო გარდაბანში მცხოვრებლებთან. შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოში და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ეთნიკური უმცირესობის უ..

2021-05-19

ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში’’

18 მაისს USAID  PROLOG-ის გრანტის  ფარგლებში ჩატარდა მეორე დისტანციური ტრენინგი თემაზე -,,მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში’’. ტრენინგს  უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ბად..

2021-05-19

ფშავის თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

15 მაისს, ფშავში, ხომის ტურისტულ კომპლექსში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ ფშავის თემის წარმომადგენლებს. შეხვედრის ორგანიზატორია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა “people in need”, რომელიც ახორციელებს საინფორ..

2021-05-18

ბოლნისელმა ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ

27 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტი თათია სოსელია ონლაინ რეჟიმში ჩაერთო ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგნლებთან. შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოში და იურიდიული დახმარებ..

2021-04-28

ახალქალაქელი სტუდენტები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

დღეს, 27 აპრილს, ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე მონაწილეობდა ონალინ შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ახალქალაქში მცხოვრებ სტუდენტებთან - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო უფასო სამართლებრივი დახმა..

2021-04-27

დმანისის მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა შედგა

26 აპრილს, დმანისის მოსახლეობასთან გამართულ ონლაინ-შეხვედრაში, რომელიც  USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ  არის მხარდაჭერილი და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, პრეზენტ..

2021-04-26