Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

სამსახური საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სსიპ  იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რამდენჯერმე შევხვდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუქრუთის მოსახლეობას, რომლებიც საპროტესტო აქციას თბილისში მართავენ და შევთავაზეთ მათ უფასო ს..

2021-06-05

ტრენინგი ბავშვის უფლებებს მიეძღვნა

4 ივნისს USAID  PROLoG-ის  გრანტის  ფარგლებში   ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესი’’. ტრენინგს  უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მეს..

2021-06-04

გერმანელ კოლეგებთან დისკუსია გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლება მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამარათლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (რეგისტრირებული კავშირი, IRZ) ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში, ადვოკატთა ვიწრო ..

2021-06-03

1 ივნისს, მე-200 სკოლა პანსიონში საბავშო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის პირველი საბავშვო ვებგვერდის www.children.las.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა თბილისის მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში.  სკოლა-პანსიონის მოსწავლეები განსაკუთრებით ს..

2021-06-02

გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება

25 მაისს, გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის.  დოკ..

2021-05-25

მხარდამჭერთა ჯგუფში არასრულწლოვნებზე იმსჯელეს

25 მაისს გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერთა ჯგუფის რიგით მეთხუთმეტე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრას ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. მხარდამჭერთა ჯგუფმა განიხილა არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამართლ..

2021-05-25

წყალტუბოში შრომის უფლებები განიხილეს

22 მაისს,  წყალტუბოში,  ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის - "ფიფლ ინ ნიდ-ის" პროექტის - „შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“ ფარგლებში,  გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა  საინფ..

2021-05-24

დისტანციური ტრენინგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხებზე ჩატარდა

21 მაისს, USAID/PROLOG-ის  გრანტის  ფარგლებში  ჩატარდა დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება; ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამარ..

2021-05-22

საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

21 მაისს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის პროექტისა - "ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა". აღნიშნული საინფორმაციო კამპანი..

2021-05-22

სამსახურს აზერბაიჯანის დელეგაცია ესტუმრა

21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის მილიმეჯლისის დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ სეიდბეკოვი, აზერბაიჯანული დიასპორის მხარდაჭერის ფონდის დირექტორის მო..

2021-05-22