Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ცაგერში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, ცაგერის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი. სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც ცაგერის მოსახლეობისაგან შეირჩა. იმიტირებულ სასამართლო პროცეს..

2021-06-30

მხარდამჭერთა ჯგუფში ბავშვთა განცალკევების თემაზე იმსჯელეს

2021 წლის 16 ივნისს გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერთა ჯგუფის რიგით მეთექვსმეტე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრაზე განიხილებოდა ბავშვის განცალკევების საკითხი და არაერთგვაროვანი მიდგომა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. სამუშაო ..

2021-06-30

ბათუმში სამსახურის რეფორმების და სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა მიმდინარეობს

24-26 ივნისს, ბათუმში, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებისა და სამსახურის ადმინისტრაციის შეხვედრა, სადაც განიხილეს მიმდინარე რეფორმები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტ..

2021-06-25

ჩატარდა ტრენინგი შშმ პირებთან კომუნიკაციის საკითხებზე

19-20 ივნისს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)  პირების უფლებები, მათთან კომუნიკაცია, სტიგმა დ..

2021-06-23

გამყოფი ხაზის სოფელ ხვითში შეხვედრა შედგა

18 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ხვითში გაიმართა შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან უფასო იურიდიული დახმარების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და სახელმწიფო სერვისების საკითხებზე.  შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა ..

2021-06-19

მიმდინარეობს შეხვედრა  წამების მსხვერპლთა მიმართ ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის საკითხებზე

15-16 ივნისს, ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში, მიმდინარეობს შეხვედრა  წამების მსხერპლთა მიმართ ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის საკითხებზე - საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლებსა და  საქართველოში გაეროს ადამიან..

2021-06-16

გრძელდება ტრენინგები არასრულწლოვნების თემებზე

11 ივნისს USAID  PROLoG-ის  გრანტის  ფარგლებში   ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,კლიენტთან, მათ შორის არასრულწლოვან კლიენტთან ადვოკატის კომუნიკაცია’’. ტრენინგს  უძღვებოდნენ სამართლის პ..

2021-06-13

გაფორმდა დეკლარაცია "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"

11 ივნისს, სასტუმრო თბილისი-მერიოტში, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მოძრაობისა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ სულისკვეთებას გამოხატავს. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ ..

2021-06-13

ახმეტაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაისხნა

10 ივნისს, ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქ.50-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 27-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ახმეტის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება. ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტა..

2021-06-11

დედოფლისწყაროში საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

8 ივნისს, დედოფლისწყაროში, კოსტავას ქ.44-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 26-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.ამიერიდან, დედოფლისწყაროს მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. საკონსულტაციო ცენტრში შესაძ..

2021-06-09