Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

გრძელდება ტრენინგი წამების თემაზე

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის, კონსულტანტებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის გრძელდება ტრენინგი თემაზე „წამების აკრძალვა“.12-13 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ორგანიზებით. ტრენი..

2021-07-14

ჩატარდა ტრენინგი განახლებული იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა Case Bank-ის გამოყენებაში

10-11 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსებისთვისა და სპეციალისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი განახლებული იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა Case Ban..

2021-07-13

ბათუმში მიმდინარეობს ტრენინგი წამების აკრძალვის შესახებ

8-9 ივლისს,ბათუმში,  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის, კონსულტანტებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: წამების აკრძალვა. მონაწილ..

2021-07-08

ვაკანსიები ბათუმში, დუშეთში, ბოლნისში, გურჯაანში, გარდაბანში, ქობულეთში წყალტუბოში, სამტრედიასა და ვანში

იურიდიული დახმარების სამსახურში ვაკანსიებია! კონკურსებისა და დასაკავებელი თანამდებობების პირობების გასაცნობად ეწვიეთ ბმულებს: ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი კონსულტანტი - დუშეთი ..

2021-07-07

ააიპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოსთან (ELSA)" მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 4 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურსა" და ააიპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (ELSA)" შორის. მემორანდუმის მიზანია საერთო ინტერესებში შემავალ აქტუა..

2021-07-05

მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებებზე იმსჯელეს

5 ივნისს იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკოსმა ანა კვანტალიანმა და სპეციალისტმა თათია სოსელიამ სკოლა-პანსიონ "აიბი-მთიებში" ჩაატარეს პრეზენტაცია ბავშვთა უფლებების შესახებ. მათ მოსწავლეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვი..

2021-07-05

ქართულ გერმანულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ სულხან გველესიანმა ქართულ-გერმანულ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხება იურიდიული დახმარების სამსახურს, მის სპეციფიკას და განხორციელებულ რეფორმებს.  სტატიაში ასევე საუბარია იურიდიული ..

2021-07-04

ონში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

1 ივლისს, ონში გაიხსნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი. საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი თეა ჩი..

2021-07-02

იურიდიული დახმარების სამსახური 16 წლისაა

იურიდიული დახმარების სამსახურის  ყველა თანამშრომელს, საზოგადოებრივ ადვოკატებსა და კონსულტანებს,  ვულოცავთ სამსახურის დაარსების დღეს! 2 ივლისი საქართველოს კანონის "იურიდიული დახმარების შესახებ" მიღების დღეა, რაც  სსიპ იურიდ..

2021-07-02

ლენტეხში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

30 ივნისს, ლენტეხში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 28-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ლენტეხის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ ..

2021-07-01