Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ახალციხეში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

11 სექტემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ხორციელდება  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. ახალციხეშ..

2021-09-13

აშშ იუსტიციის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო

10 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და მისი მოადგილე სულხან გველესიანი, დისტანციურ რეჟიმში შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ მრჩეველს ლანა მორტონ ოუენსს. შეხვედრაზე ისაუბრე..

2021-09-10

დასრულდა Case Bank- ის ტრენინგები

16 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იურიდიული დახმარების სამსახურმა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ბიუროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის Case Bank-ის ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ქუთაისში ჩატარებულ 2 ტრ..

2021-09-03

ირაკლი გვარამაძე იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

2021 წლის 24 აგვისტოს, იურიდიული დახმარების საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. სამსახური ულოცავს ბატონ ირაკლი გვარამაძეს იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას და უსურვებს მას წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას.  სამსახური ასევე გა..

2021-08-27

ენერგომომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

23 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრ..

2021-08-24

იურისტები სოფელ არბოს მცხოვრებლებს შეხვდნენ

უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, სოციალური დახმარებები, საბანკო ურთიერთობები - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება გორის რაიონში,  გამყოფი ხაზის პირა სოფელ არბოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 3..

2021-08-03

მიმდინარეობს ტრენინგი გენდერული იდენტობის საკითხებზე

26-27 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ლგბ..

2021-07-27

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

24 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. საქმე ეხებოდა სისხლის ..

2021-07-26

ხაშურში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

16 ივლისს, ხაშურში (მ.კოსტავას ქ.#11) იურიდიული დახმარების სამსახურის 30-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. უფასო სამართლებრივი დახმარება ხაშურის მოსახლეობისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აქ იურიდიული კონსულტაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს. ..

2021-07-17

გორში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

16 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც გახორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობა „ ვაქციოთ კანონი ყვლასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმეს (მ..

2021-07-17