Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

საქართველოში პირველად იწყება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იურიდიული მომსახურების სფეროში

„მომავალი არის დღეს!“ 30 სექტემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იურიდიული დახმარების სამსახურში“. იურიდიული..

2021-09-30

ჩატარდა ტრენინგი გენდერული იდენტობის საკითხებზე

28-29 სექტემბერს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)” და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის (Un Women)“ მიერ იურიდიული დახმარების თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი:„სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გა..

2021-09-30

იმიტირებული სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა

26 სექტემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ბრალდებისა და დაცვის მხარეები თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებით იყო დაკომპლექტებული. წარდგენილ ბრალს, განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, &bdq..

2021-09-28

ბენჩ-ბარის გაფართოებული შეხვედრა კაჭრეთში ჩატარდა

მიმდინარე წლის 24-26 სექტემბერს სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“ „ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოს (OHCHR)” და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს ბენჩ-ბარს თე..

2021-09-25

სამსახურის ხელმძღვანელები ოზურგეთის, ფოთისა და ბათუმის ბიუროებს ესტუმრნენ

23 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და მისი მოადგილე სულხან გველესიანი ოზურგეთის, ფოთის და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე მიმოიხილეს სამსახურში მიმდინარე რეფორმები,..

2021-09-24

აშშ საელჩოს წარმომადგენლები სამსახურს ესტუმრნენ

დღეს, 22 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი საქართველოში ლენა ოუენსი და ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების და საერთაშორისო საქმეების ოფისის წარმომადგ..

2021-09-22

მესტიის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები სამსახურის სერვისებს გაეცნენ

17 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მესტიის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდა და ბავშვთა უფლებებსა და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ესაუბრა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მ..

2021-09-22

მესტიის მერიაში შეხვედრა გაიმართა

17 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრა გამართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რწმუნებულებთან. ..

2021-09-22

მესტიაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

16 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, მესტიის მაგისტრატი სასამართლოს დარბაზში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამარლო პროცესი ჩატარდა.  პროცესზე განიხილებოდა სის..

2021-09-22

ბათუმის ბიუროში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

დღეს, 15 სექტემბერს აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიული მრჩეველი ლანა მორტონ ოუენსი. იგი ადგილზე გაეცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიწოდების მექანიზმებს და ფორმებს.  ბა..

2021-09-15