Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

კონფერენცია ახალციხეში - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ახალციხეში ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალუ..

2021-10-25

კონფერენციები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით: ოზურგეთის, ახალციხის, გორის და თბილისის კონფერნეციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კონფერენციები გაიმარ..

2021-10-25

ოზურგეთის კონფერენციაზე ბავშვთა უფლებების კოდექსს განიხილავენ

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ოზურგეთში ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კო..

2021-10-22

პროფესიულ კოლეჯ "მერმისთან" მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 19 ოქტომბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სსიპ პროფესიული კოლეჯი”მერმისის” დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად, იურიდიული დახ..

2021-10-19

ქართულ-გერმანულ ჟურნალთან მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და „შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალს“ შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამსახურის დირექტო..

2021-10-13

ბათუმის კონფერენციაზე ბავშვთა უფლებები განიხილეს

8 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონის“ საკონფერენციო დარბაზში, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე“ ბავშვთა უფლებები და მართლმსაჯულება". კონფერენციაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველო..

2021-10-12

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

8 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.  მემორანდუმის თანა..

2021-10-11

ქედაში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული გაამართლეს

6 ოქტომბერს ქედაში, მაგისტრი სასამართლოს დარბაზში ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ორგანიზებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. ..

2021-10-11

ბათუმის სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა

5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს თანამშრომელთა მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა, კერძოდ, დაკავებულის წამების ბრალდებ..

2021-10-11

სოფელ რიყეში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

8 ოქტომბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მინჯია მონაწილობდა შეხვედრაში გამყოფი ხაზის სოფელ რიყეში. შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. მასში ასევე ..

2021-10-11