Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში“

2021 წლის 13-14 ნოემბერს  იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის, უკვე მეორედ ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში“. აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის &..

2021-11-14

გაფორმდა ოთხმხრივი მემორანდუმი

12 ნოემბერს, ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველსაყოფად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა..

2021-11-14

აშშ ელჩი ბათუმის ბიუროს ესტუმრა

9 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვივნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის ..

2021-11-10

ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები თბილისის კონფერენციაზე შეაჯამეს

6 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურისა და სᲐქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია თემაზე  "ბავშვთა უფლებებთან და აᲠასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური ..

2021-11-07

გორის უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით აგრძელებს ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების ჩატარებას.  4 ნოემბერს მორიგი კონფერენცია გაიმართა ქ..

2021-11-05

ახალციხის კონფერენციაზე ბავშვთა უფლებებზე იმსჯელეს

3 ნოემბერს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში,  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა კონფერენცია თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ..

2021-11-05

ოზურგეთში ჩატარდა კონფერენცია

2 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩაატარა კონფერენცია თემაზე - „ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკი..

2021-11-05

ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში“

2021 წლის 23-24 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში“.  აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „სისხ..

2021-10-25

კონფერენცია თბილისში - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კონ..

2021-10-25

კონფერენცია გორში - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, გორში ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კონფერ..

2021-10-25