Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ჩრდილო მაკედონიის დელეგაციის ვიზიტი შედგა

14 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ჩრდილო მაკედონიის იუსტიციის სამინისტროს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.  ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის შესწავლა და იურიდიული დახ..

2021-12-14

ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში" მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა  იურიდიული დახმარების სამსახურიც და 2021 წლის 9 დეკემბერს ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტ-კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ განახორციელა გასვლითი შეხვედრა ხელვაჩ..

2021-12-14

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა

11 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებს წარუდგინა სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში. სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა, როგორც სტ..

2021-12-14

სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან წერილი მადლობის წერილი მიიღო

2021 წლის 9 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი. ბათუმში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ელჩმა მადლობის წერილი გამოუგზავნა იურიდიული დახმარებ..

2021-12-09

ჩატარდა შეხვედრა თემაზე "ტრავმა-ინფორმირებული პრაქტიკის დანერგვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში." 

9 დეკემბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია პაჭკორია  დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას "ტრავმა-ინფორმირებული პრა..

2021-12-09

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეხვედრა გაიმართა

დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომა..

2021-12-03

ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში”

25-28 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ევროსაბჭოს მიერ (COE) იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე “ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში”. აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია პროე..

2021-11-29

სოფელ დირბის მოსახლეობა უფასო სამართლებრივ სერვისებს გაეცნო

22 ნოემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ დირბში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს, თუ როგორ შეუძლიათ ისარგე..

2021-11-26

იურიდული დახმარების სამსახურს ამერიკელი პროკურორი ესტუმრა

22 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრა ვაშინგტონის შტატის პროკურორი დევიდ მარტინი, რომელიც ოჯახში ძალადობის სპეციალიზაციით მუშაობს. სტუმარმა თავისი გამოცდილება და შეხედულებები თბილისის..

2021-11-23

16 ნოემბერი ტოლერანტობის დღეა

თანამედროვე განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის ტოლერანტობა, რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ჯგუფის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ და თან..

2021-11-16