Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

კავკასიის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

18 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის დორექტორმა კახა შენგელიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სამარლის სკოლის მაგისტრატურისა და..

2022-02-18

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

9 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ალტე  უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი  ქეთევან ცხადაძე შეხვედრის ფარგლებში დირექტორმა ისაუბრ..

2022-02-09

საბაუნის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

8 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ვაჟა ვარდიძე და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი  გიორგი გორაძე.  ..

2022-02-08

სამსახურის დირექტორმა პროექტი "პარალეგალები" წარადგინა

დღეს, 3 თებერვალს, სასტუმრო „ბილტმორში“, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ - ანგარიში და ახალი პროექტის“ პარალეგალების’ პ..

2022-02-03

იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წევრი არჩეულია

ბათუმის ბიუროს ადვოკატი ნატო ირემაძე, იურიდიული დახმარების ბიუროებმა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი მომდევნო ერთი წლის ვადით შეუდგება უფლება-მოსილების შესრულებას.   ნატო ირემაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშ..

2022-01-27

დარიკო თორდიამ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცენტრალური აზიის ოფისმა  თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს დარიკო თორდიას  გადასცა საერთაშორისო სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ მან წარმატებით გაიარა „ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სპეც..

2022-01-22

საქველმოქმედო აქცია გიორგიწმინდაში

გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საქველმოქმედო ტრადიცია. 31 დეკემბერს , იურიდიული დახმარების სამსახური სოფელ გიორგიწმინდაში მგელაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ცხოვრობენ სპეციალურ ვაგონში, სადაც ცოტა ხნის ..

2021-12-31

USAID/ PROLoG -ის მორიგი მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურს.

21 დეკემბერს,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფუძნებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) წარმომადგენლებ..

2021-12-22

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში

2021 წლის 14-15 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოშის (UNHCR)  მხარდაჭერით ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში. ტრენინგის ფარგლებში სიღრმისეულად იქნა მიმოხ..

2021-12-22

ჩატრდა ტრენერთა ტრენინგი სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით

2021 წლის 12-15 დეკემბერს იურიდიული დახმარების  სამსახურის ადვოკატებს  გაეროს ქᲐლთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის შედეგად ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით. &n..

2021-12-16