Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები - ტრენერთა ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან

27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგი თემაზე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები. ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამ..

2022-05-06

რუსთავის 28-ე საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

3 მაისს, რუსთავის 28-ე საჯარო სკოლაში  იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ბრალდების მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები -დავით სიმონია და ნანო ვაჭარაძე, ხოლო  დაცვის მხარეს კი თბილისის იურიდი..

2022-05-04

თბილისის 124-ე სკოლაში გაგრძელდა კამპანია "იცოდე შენი უფელბა 18 წლამდე"

15 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრისა და ანალიტიკური სამმართველოს წარმომადგენლები თბილისის 124-ე სკოლას ესტუმრნენ. შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის "იცოდე შენი უფლება 18-წლამდე"  ფარგლებში ჩატარდა.   ანალი..

2022-04-15

ვიდეორგოლი უკრაინელებისთვის

იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის  სპეციალურად უკრაინულ ენაზე შექმნა ვიდეორგოლი, რომელშიც იურიდიული დახმარების სერვისების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას ყველას, ვისაც ეს სჭირდება.  ვიდეორგოლი იხილე..

2022-04-12

თბილისის ბიუროს ადვოკატები მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრნენ

1 აპრილს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა თამარ კუპატაძემ, დარიკო თორდიამ და თეა ყაულაშვილმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელიც ბოლო დროის განსაკუთრებით აქტუალურ თემას - საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებს..

2022-04-01

ბათუმში ბენჩბარი წამების აკრძალვას მიეძღვნა

23-24 მარტს, ბათუმში, ევროკავშირის (EU) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR)  მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ჩატარდა ბენჩ-ბარი წამების აკრძალვის შესახებ. შეხვედრა გახსნეს ..

2022-03-25

ბათუმში სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმა - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვა“ წარადგინეს

22 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროკავშირის (EU) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის - „შეზღუდული ..

2022-03-23

ბათუმის ბიურომ USAID/ROLP -ს წარმომადგენლებს უმასპინძლა

7 მარტს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრნენ USAID/ROLP(სამართლის უზენაესობის პროგრამა) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, რეგიონური მრჩეველი სამართლის უზენაესობის საკითხებში ირინა ლორთქიფანიძე, ბათუმის ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი და..

2022-03-18

ევროპის საბჭომ ახალი პროექტი წარადგინა

16 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში გამართა ახალი პროექტის - „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის” ოფიციალური პრეზენტაცია. ..

2022-03-17

ამოქმედდა იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური აპლიკაცია LAS Georgia

ამიერიდან უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება მობილური ტელეფონითაც შეიძლება. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება 2020 წელს მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს ერთიან ხედვას, ..

2022-03-09