Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

19  მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში გამართა შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამს..

2022-05-23

სენაკის საზოგადოება იურიდიული დახმარების სამსახურს შეხვდა

19 მაისს, სენაკში, სასტუმრო “ვერსალში” იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სენაკის მერიის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო ..

2022-05-23

ფოთის იმიტირებულ სასამართლო ბროცესზე ბრალდებული გამართლდა

18  მაისს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს  და იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეს, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხ..

2022-05-20

ხობის მოსახლეობა "პარალეგალების "პროექტში ჩაერთო

18  მაისს, ხობის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხობის მერიის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის,  საკრებულოს, სოციალური სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანა..

2022-05-20

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა

17  მაისს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. ბრალდებისა და დაცვის მხარეს  მხარეს იურიდიული დახმარების ს..

2022-05-19

აბაშაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

17 მაისს, აბაშაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს (COE) დახმარებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. ბრალდებისა და დაცვი..

2022-05-19

საინფორმაციო კამპანია წალენჯიხაში დაიწყო

17 მაისს, წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს წალენჯიხის მერიის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებ..

2022-05-17

შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გაიმართა

11 მაისს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის"  წარდგენა გაიმართა. ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაე..

2022-05-13

ევროპის საბჭოს ოფისში შეხვედრა შედგა

6 მაისს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, მისი პირველი მოადგილე ნინო მელაძე და მოადგილე დავით სიმონია ევროპის საბჭოს (COE) ოფისში შეხვდნენ ევროპის საბჭოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ობერგ დენბოლი და შვედეთ..

2022-05-11

ჯარიაშენში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

5 მაისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიგა ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი შეხვდნენ გამყოფი ხაზის სოფელ ჯარიაშენში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხე..

2022-05-10