Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

ჩორჩანაში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა

14 ივნისს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი და ხაშურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი მანანა გელაშვილი შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩორჩანა გამყოფი ხაზის მიმდებარე ს..

2022-06-15

თბილისის 124-ე სკოლაში იმიტირებული სასამართლო გაიმართა

7 ივნისს, თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში  იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ბრალდების მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ნანო ვაჭარაძე, ხოლო  დაცვის მხარეს კი თბილისის იურიდიული დახმარების ..

2022-06-08

ჭრებალოს სკოლაში ბავშვთა უფლებებზე ისაუბრეს

2 ივნისს ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლას ეწვია.  სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები  გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს, ბავშვის უფლებათა..

2022-06-03

კონკურსი აჭარაში სტუდენტების შესარჩევად

მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი": პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები იურიდიული დახმარების სამსახური (LAS) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა (ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში) აცხადებენ კონ..

2022-06-02

მე-18 სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთშორისო დღე იურისტებთან ერთად აღინიშნა

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, იურიდიული დახმარების სამსახურმა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში აღნიშნა. სპეციალური პრეზენტაცია მე-8 კლასის მოსწავლეებს წარუდგინა ანალიტიკური სამმართველოს ანალიტიკოსმა ნანო ვაჭარაძემ. პრეზენტაცია მოიცავდა, ..

2022-06-01

მცხეთის ბიუროს თანამშრომლებმა გალავანში საოჯახო სახლი მოინახულეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს,  მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა სოფელ გალავანში, საოჯახო ტიპის სახლი მოინახულეს და თავიანთი სახსრებით შეძენილი საჩუქრები სახლის  ბენეფიციარებს გადასცეს. გარდა ამისა,  იური..

2022-06-01

ჩატარდა მეორე ტრენინგი ლგბტქ ადამიანების საჭიროებების შესახებ

მიმდინარე წლის 20-22 მაისს, ბორჯომში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრ..

2022-05-24

ლგბტქ ადამიანების საჭიროებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგი თემაზე „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ლგბტქ ადამიანების საჭიროებები“ ჩატარდა წინანდალში, მიმდინარე წლის 16-17 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და ქალ..

2022-05-24

მარტვილში იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია დასრულდა

20 მაისს, მარტვილის საკრებულოს დარბაზში გამართული შეხვედრით დასულდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია   - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ..

2022-05-23

ჩხოროწყუს მოსახლეობა სამსახურის პროექტებს გაეცნო

სამეგრელოში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 20 მაისს, შეხვედრა გაიმართა ჩხოროწყუს..

2022-05-23