Top

დირექტორი

ონლაინ დახმარება

          

ოთარ ჩახუნაშვილი

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.   

 

შეულავერში მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა

28 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მეორე შეხვედრა გაიმართა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა დავით ჯიქიამ და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეკრებ..

2022-06-30

მარნეულში საინფორმაციო კამპანია გაგრძელდა

28 ივნისს, მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წევრებს.   შეხვედრაზე ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახუ..

2022-06-30

ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომელიც ორგანიზებულია შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში აქტიურადაა ჩართული იურიდიული დახმარების სამსახური..

2022-06-29

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა

22 ივნისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები ოზურგეთის მოსახლობისგან იყო დაკომპლექტებული, ხოლო მხარეებს სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის ბიურო სთანამშრომლები წარმოა..

2022-06-24

ჩოხატაურში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

22 ივნისს, ჩოხატაურში, იურიდიული დახმარების დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებსა და სოფლების რწმუნებულებს. სპეციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო..

2022-06-24

ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

21 ივნისს ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო, პროცესი, რომელზეც განზრახ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. მსაჯულთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერ-..

2022-06-24

ლანჩხუთში საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

21 ივნისს, ლანჩხუთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. გურიის მხარეში აქამდე მხოლოდ ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო მოქმედებდა. უფასო სამართლებრივი დახმარება-სამართლებრივი კონსულტაციის მიღება ამიერად ლანჩხუთის მოსახლე..

2022-06-24

ხონში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

20 ივნისს ხონის მაგისტრ სასამართლოში იურდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. ნაფიცი მსაჯულები ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები იყვნენ, ხოლო მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები ..

2022-06-24

ხონში იურიდული დახმმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

20 ივნისს, ხონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქ.# 17-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხონის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. შესაბამისად უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების მცხოვრებთათვის. ..

2022-06-22

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სამსახურს ესტუმრა

13-15 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართლის  ბიუროს უფროსი ზედამხედველი პატრიცია ვილდერმუსი.  იურიდიული დახმარების სამსახური დირექტორმა რაჟდენ კ..

2022-06-17